• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თვითმფრინავებმა მარსელის თავზე საფრანგეთის დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშა გამოსახეს

დეზინფორმაცია: თვითმფრინავებმა მარსელის თავზე საფრანგეთის დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშა გამოსახეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მაია დვალიძე მარსელში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, საფრანგეთის დროშის ნაცვლად ცაში ფერადი კვამლის გამოყენებით   შეცდომით რუსეთის დროშა გამოისახა. გავრცელებული ვიდეო  ისეთი კუთხით არის გადაღებული, რომ ოპტიკური ილუზია იქმნება. სინამდვილეში, მარსელში თვითმფრინავებმა კვამლით საფრანგეთის დროშა გამოსახეს. 

საფრანგეთი 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 100 დღით ადრე მარსელში საფრანგეთში ოლიმპიური ცეცხლის ჩასვლის აღსანიშნავად  ცერემონია გაიმართა. მარსელის თავზე Patrouille de France-ის თვითმფრინავებმა რამდენჯერმე გადაიფრინეს.

ვიდეოში ჩანს, რომ ოთხი თვითმფრინავი, რომლებიც თეთრ კვამლს უშვებენ, დაფრინავენ გვერდებზე მდებარე თვითმფრინავების ზემოთ, რომლებიც გამოყოფენ ლურჯ და წითელ კვამლს. ვიდეო იმ კუთხიდან არის გადაღებული, რომ ჩნდება განცდა, თითქოს   Patrouille de France-მა  რუსეთის დროშა გამოსახა (თეთრი-ლურჯი-წითელი კვამლის მიმდევრობით). ამის მიზეზი ისაა, რომ გვერდითი პოზიციიდან დაკვირვებით, თვითმფრინავები, რომლებიც თეთრ კვამლს ავრცელებენ, ქმნიან ილუზიას, რომ შედარებით ახლოს არიან,  სინამდვილეში, ისინი ცაში მხოლოდ ოდნავ უფრო მაღლა დაფრინავენ. იმ ფოტო/ ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ, რომელიც წინა რაკურსით არის გადაღებული, ნათელი ხდება, რომ თვითმფრინავებმა საფრანგეთის დროშა (ლურჯი-თეთრი-წითელი ფერების მიმდევრობით) გამოსახეს. 

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ისეთი კუთხით არის გადაღებული, საიდანაც ოპტიკური ილუზია იქმნება. მტკიცება, რომ მარსელში საფრანგეთის დროშის ნაცვლად, შეცდომით რუსეთის დროშა გამოსახეს, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ოლიმპიური თამაშები
რუსეთის დროშა
მარსელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა