• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გია ჯაფარიძე ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელია

დეზინფორმაცია: გია ჯაფარიძე ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სამთავრობო ტელეკომპანია POSTV სოციალურ ქსელში გია ჯაფარიძესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს. POSTV-ის მტკიცებით, გია ჯაფარიძე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელია. რეალურად, გია ჯაფარიძე კლუბის ხელმღვანელი არც ახლა და არც წარსულში არ ყოფილა. ის აკადემიის ერთ-ერთი ლექტორი იყო.

 საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეს, რომელიც ღიად უპირისპირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ. ძალადობასთან დაკავშირები ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ძმამ, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა. 

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ჯაფარიძე ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელი არაა. კლუბის ვებ-გვერდზე სექციაში „გუნდი“ მისი სახელი მოხსენიებული არაა. კლუბში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ალექსანდრე შარაშენიძეს უკავია.

 

დამატებით, „ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის გადამოწმებისთვის ფრანკლინის კლუბს დაუკავშირდა. მათი თქმით, გია ჯაფარიძე კლუბის ხელმძღვანელი არასდროს ყოფილა. ის კლუბის საერთაშორისო ურთიერთობისა და პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი ლექტორი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებ-გვერდზე „ლექტორების“ სექციასა და Facebook-გვერდზეც  არის ხელმისაწვდომი. 

ამდენად, მტკიცება, რომ გია ჯაფარიძე ფრანკლინის კლუბის ხელმძღვანელია, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პარიზის ოლიმპიადა 2024
გია ჯაფარიძე
ფრანკლინის კლუბი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა