-
ილია დარჩიაშვილი: განცხადება ჩემ მიერ მისი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ვერდიქტის გარეშეგანცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელიაVS
-
ილია დარჩიაშვილი: ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ვერდიქტის გარეშეგანცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია10/05/2024ნახვა 15583
ილია დარჩიაშვილი: განცხადება ჩემ მიერ მისი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ილია დარჩიაშვილი: ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 10 მაისს პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში მინისტრი წერს: „მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ... გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან“.
მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას მერე გაავრცელა, რაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში გოჩა ჯავახიშვილი საკუთარ Facebook- გვერდზე საქართველოში ინიციირებულ „რუსულ კანონს“ გამოეხმაურა და დაკავებული თანამდებობა დატოვა. პოსტში გოჩა ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება“.
„ფაქტ-მეტრი“ სამწუხაროდ მოკლებულია შესაძლებლობას ვერდიქტით შეაფასოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე.
მიუხედავად ამისა, გვსურს მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებაზე: მინისტრი თავისი განცხადების დასაწყისში აღნიშნავს, რომ გოჩა ჯავახიშვილმა განცხადება მინისტრის მიერ მისი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა, ხოლო განცხადების დასასრულს ის საპირისპირო მტკიცებას აჟღერებს - გოჩა ჯავახიშვილმა საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის საქმეში მონაწილეობის შანსი „საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან“. ორივე ეს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცება მინისტრის განცხადებაშია გაჟღერებული და „ფაქტ-მეტრი“ მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, განცხადების დასაწყისში წერს ილია დარჩიაშვილი სიმართლეს, თუ განცხადების ბოლოს. ამიტომ, განცხადების ორივე ამ ნაწილს „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).
მსგავსი სიახლეები
-
ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სა...
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
უკუძალას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ გამოვაცხადებდით 2023 წელს...
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
[უცხოური დაფინანსების] პროცენტული მაჩვენებელი პირობითია და ა...
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
ყველაზე კითხვადი
ყველა სტატია-
დაფინანსება რომ ყოველთვის ინტერესს ატარე
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
[უცხოური დაფინანსების] პროცენტული მაჩვენ
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია