• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას გაყალბებული პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას გაყალბებული პოსტი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურში ქსელში Facebook მომხმარებელი გია აბაშიძე, ყოფილი სახალხო დამცველის და საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას გაყალბებული პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. ყალბი პოსტის მიხედვით, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ხალხს აღდგომა მიულოცა და პოსტს ცისარტყელის ფერებში შეღებილი კვერცხის სურათი დაურთო. რეალურად, ნინო ლომჯარიას სააღდგომო მისალოც პოსტზე სრულიად სხვა სურათი აქვს დართული.

ნინო ლომჯარიას პირად პროფილზე მსგავსი სურათი არ იძებნება, ხოლო პოსტზე, რომელიც მან აღწერით „ქრისტე აღსდგა! გილოცავთ“ 2024 წლის 5 მაისს გამოაქვეყნა, სრულიად სხვა სურათი არის დართული.

ყალბ პოსტს ნინო ლომჯარია თავადაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ის ტყუილი და დეზინფორმაციაა.

აქედან გამომდინარე, ნინო ლომჯარიას პოსტის ფოტოანაბეჭდი, რომელშიც თითქოს ის ხალხს აღდგომას ცისარტყელის ფერებში შეღებილი კვერცხის სურათით ულოცავს, ყალბია.

მსგავსი შინაარსის პოსტები, ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების და აქციების ლგბტქი+ აქტივისტებად წარმოჩენას და ლგბტქი+ თემის დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნული იმ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია, რომელსაც ანონიმური Facebook (1, 2, 3) და TikTok (1, 2, 3) გვერდები, ისევე როგორც პროსახელისუფლებო მედია (1, 2, 3), ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმართ აწარმოებენ.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალტ-ინფო
ნინოლომჯარია
ფოტოანაბეჭდი
ვანო გურეშიძე
ვანო გურეშიძე

ყველა სიახლე

  • მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, არ გაზრდილა ავარიული სახლების ბიუჯეტი, ისევ 1.70 თეთრია დღიური ულუფა უფასო სასადილოების

    მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, ა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა და ინვესტიციები ჩინეთიდან მზარდია

    ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • წინა წელს 5000-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. ყოველს წელს ეს მონაცემები უარესდება

    წინა წელს 5000-ით უფრო მეტი ადამიანი დაი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა