• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე „სატანისტური ხმები“ ისმოდა

დეზინფორმაცია: გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე „სატანისტური ხმები“ ისმოდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წლის 2 მაისის საღამოს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად დემონსტრანტების ნაწილმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზები გადაკეტა, რის გამოც პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო. დაკავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით აქციის მონაწილემ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზები სრულად გადაკეტა. აქციის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა David Tordia-მ გაავრცელა ვიდეო, რომელსაც ორიგინალი აუდიო განზრახ მანიპულირებული აქვს. დეზინფორმაციის შემცველ ვიდეოში უცნაური და გაურკვეველი ხმები ისმის, ხოლო პოსტის ავტორის მიხედვით, „რაღაცა სატანისტური ხმები იყო გმირთა მოედანზე“. „რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს?“, ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, მსგავსი ხმები 2024 წლის 2 მაისის აქციის მიმდინარეობისას, რომელიც გმირთა მოედანზე გაიმართა, არ ისმოდა.

ვიდეოში გმირთა მოედნის ტერიტორიაზე 2 მაისს ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქცია მართლაც ჩანს. როგორც ვიდეოში არის აღბეჭდილი, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ტელეფონის ფანრები რამდენჯერმე აანთეს, თუმცა ამ დროს გმირთა მოედანზე საქართველოს ჰიმნი, ქართული სიმღერები და შეძახილები ისმოდა და არა ხმა, რომელიც პოსტზე თანდართულ ვიდეოში ისმის.

როგორც „ტაბულას“ მიერ გავრცელებული ვიდეო აჩვენებს, აქციის მონაწილეებს ტელეფონის ფანრები აქვთ ანთებული და მღერიან ჯგუფი „ყველას“ სიმღერას - „სამშობლო“. ტელეფონის ანთებული ფანრები ასევე ჩანს „ნეტგაზეთის“ ვიდეოში, რომელშიც აქციის მონაწილეები „საქართველოს“ სკანდირებენ; „ტელეკომპანია პირველის“ გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ; „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში, რა დროსაც აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად სასტვენებს იყენებენ; ხოლო „პუბლიკას“ ვიდეოში ტელეფონის ანთებული ფანრების და ქართული სიმღერების ფონზე აქციის მონაწილეები ქართულ ეროვნულ ცეკვებს ასრულებენ.

ამავდროულად, 2 მაისის აქციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა რამდენიმე სატელევიზიო არხი და ონლაინ მედია საშუალება. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“, „ფორმულას“, „რუსთავი 2-ის“, „ტელეკომპანია პირველის“, და „პირველი არხის“, ასევე ონლაინ მედია „რადიო თავისუფლების“ (1, 2, 3), „მაუწყებლის“ და „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ეთერებში Facebook-პოსტზე დართულ ვიდეოში გაჟღერებული ხმა აქციის მიმდინარეობის არცერთ მომენტში ისმის. დეზინფორმაციულად გავრცელებულ ვიდეოში სავარაუდოდ აუდიო სხვა ვიდეოდან არის იმპორტირებული.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ 2024 წლის 2 მაისს გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე "რაღაცა სატანისტური ხმები იყო", ტყუილია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ფოტომანიპულაცია
რუსულიკანონი
გმირთამოედანი
უცხოურიაგენტებისკანონი
ვანო გურეშიძე
ვანო გურეშიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა