• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ავრცელებს შემდეგი ციტატით: „ჩემი ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია“. ფოტოსურათს ტელეკომპანია იმედის ლოგო აქვს, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ აღნიშნული ფოტო მათ გამოაქვეყნეს (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, ციტატა გაყალბებულია. „იმედის“ Facebook-გვერდზე ნამდვილად გვხვდება მსგავსი პოსტი, თუმცა სააკაშვილის ციტატა განსხვავებულია: „საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია“.

ამ ციტატას მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზეც ვხვდებით. 

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მიხეილ სააკაშვილის ციტატა სახეცვლილია.

წყაროს შესახებ:

Facebook-ანგარიშმა „მიხეილ არაჟნიშვილი“ პირველი პოსტი 2024 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა, რაც იმას მიუთითებს, რომ ის ახლადშექმნილი ანგარიშია. მსგავსი შინაარსის პოსტებს ანგარიში - მიხეილ უკრაინოლოგი,  ხშირად ავრცელებდა. სამართლიანი არჩევნების (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის მიხედვით, Facebook-ზე ანტი-ოპოზიციური მადისკრედიტებელი გვერდის, მიხეილ უკრაინოლოგის, სამი სხვადასხვა ანგარიში იძებნებოდა, რომლებიც ახლა წაშლილია. აღარ იძებნება „მიხეილ უკრაინოლოგთან დაკავშირებული გვერდი „მიხეილ განუბაჟებელიც“. სავარაუდოდ, მიხეილ არაჟნიშვილიც ამ გვერდებთანაა დაკავშირებული.

------------------------ 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მიხეილ სააკაშვილი
გაყალბებული ციტატა
ტვ იმედი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა