• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მცდარია მტკიცება, რომ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე 9 500 ადამიანი ესწრებოდა

მცდარია მტკიცება, რომ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე 9 500 ადამიანი ესწრებოდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წლის 3 აპრილს ,,ქართულმა ოცნებამ’’ 2023 წლის მარტში ჩაგდებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კიდევ ერთხელ დააინიციირა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი პროტესტი და საერთაშორისო კრიტიკა კვლავ მოჰყვა. კანონპროექტის წინააღმდეგ პირველი მასშტაბური შეკრება 2024 წლის 9 აპრილს მოეწყო, ხოლო 15 აპრილის კვირაში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ „რუსულ კანონს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კანონს მხარი დაუჭირა, საპროტესტო აქციებმა სისტემატური სახე მიიღო. აქციებმა ადამიანების რაოდენობის მხრივ პიკს ჯერჯერობით 17 აპრილს მიაღწია.

2024 წლის 22 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს და ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ „პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა“.

„ფაქტ-მეტრმა“ მედიაში გავრცელებული 2024 წლის 17 აპრილს გამართული აქციის ფოტო და ვიდეო მასალა გაანალიზა და შეკრებილი ხალხის ონლაინმზომელი ვებგვერდი mapchecking.com-ით დაადგინა, რომ აღნიშნული განცხადება არის ცრუ ინფორმაციის შემცველი.

სხვადასხვა ტელევიზიების მიერ გადაცემულ დრონების კადრებში, რომლებიც 22:30-22:45 საათებში გავიდა პირდაპირ ეთერში, ჩანს, რომ 17 აპრილის აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი, ანტონ ფურცელაძის ქუჩიდან გია ჭანტურიას ქუჩამდე, აქვთ დაკავებული.

ადამიანების რაოდენობა უფრო მკაფიოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ და ონლაინ-მედია პლატფორმა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ დრონის კადრებში ჩანს, რომელიც პირდაპირ ეთერში არ გასულა, მაგრამ სავარაუდოა, რომ 17 აპრილს, 20:15-23:00 საათების შუალედში არის გადაღებული, ვინაიდან 20:15 საათამდე სრულად არ ბნელოდა, ხოლო 23:00 საათზე აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიისკენ დაიწყეს მსვლელობა.

აქციის მონაწილეების მიერ დაკავებული ტერიტორია (მიახლოებით)

აქციის ფოტოანაბეჭდები აღებულია ონლაინ-მედია პლატფორმა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული კადრებიდან

აქციის მონაწილეების რაოდენობის დათვლისას, მნიშვნელოვანი არის სიმჭიდროვის გათვალისწინება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიგულისხმებთ, რომ აქციის მონაწილეების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანს შეადგენდა, აქციის მონაწილეების რაოდენობა დაახლოებით 18 000 იქნებოდა, რაც თითქმის ორჯერ მეტი არის, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ გაცხადებული 9 500.

თუმცა სიმჭიდროვის 1.5-იანი მაჩვენებელი არ შეესაბამება 17 აპრილს გამართულ აქციას, ვინაიდან გავრცელებული კადრებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ აქციის მონაწილეების რეალური სიმჭიდროვე მინიმუმ 1 კვადრატულ მეტრზე 3.5-4 ადამიანს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ აქციის მიმდინარეობისას ადამიანები მას ტოვებენ და უერთდებიან, ამავდროულად, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის უკან და გვერდით შესასვლელებთან იყვნენ განლაგებული, ამიტომ ლოგიკურია, თუ დავუშვებთ, რომ ჯამში აქციას უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე ეს აქციის პიკის დროს კადრებში გამოჩნდა.

აქციაზე დაკავებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე ადამიანების სიმჭიდროვე განსხვავდებოდა, რაც აქციის მონაწილეების ზუსტი რაოდენობის დადგენას ართულებს. მიუხედავად ამისა, დრონის მიერ გადაღებული კადრების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიახლოებული სიმჭიდროვის და აქედან გამომდინარე, აქციის მონაწილეების მიახლოებითი ჯამური რაოდენობის დადგენა.

გავრცელებული კადრების მიხედვით, სავარაუდოა, რომ პარლამენტის პირდაპირ, 9 აპრილის ქუჩიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩამდე, ასევე თბილისის კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ეკლესიის წინ, აქციის მონაწილეების სიმჭიდროვე მინიმუმ 3.5-4 ფარგლებში მერყეობდა. კადრებიდან ასევე ჩანს, რომ უშუალოდ პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე, ბუჩქებთან, სიმჭიდროვე შემცირებულია და დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანს შეადგენს. მინიმუმ იმავე რაოდენობის სიმჭიდროვე შეგვიძლია ვივარაუდოთ აქციის პერიფერიებში, ანტონ ფურცელაძის ქუჩის, გია ჭანტურიას ქუჩის და ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მსგავსი გამოთვლების მიხედვით, 17 აპრილის აქციას დაახლოებით 32 000 ადამიანზე მეტი ესწრებოდა.

მეორე მხრივ, თუ ვივარაუდებთ, რომ სიმჭიდროვე მეტი იყო და უშუალოდ პარლამენტის წინ 1 კვადრატულ მეტრზე 4.5 ადამიანს შეადგენდა, 3.75-ს თბილისის კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ეკლესიის წინ, ხოლო 3.5-ს გია ჭანტურიას ქუჩის და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, აქციას დაახლოებით 50 000 ადამიანი ესწრებოდა.

აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა, ტყუილია. კონსერვატიული გამოთვლებით, პარლამენტის წინ აქციას 32 000 ადამიანი ესწრებოდა.

თეგები:
#უცხოურიგავლენისგამჭირვალობისშესახებკანონი
#უცხოაგენტებისკანონი
#რუსულიკანონი
#აქცია
#პროტესტი
ვანო გურეშიძე
ვანო გურეშიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა