ბლოგერი დათო აბზიანიძე სოციალურ ქსელში 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქციის კონტექსტში პოსტს აქვეყნებს. ბლოგერი წერს, რომ აქციაზე იმღერებენ: ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, რეზო და ბავშვები, კაბუ, გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე, მასტერი და ირმა სოხაძე. რეალურად, პოსტი სატირული შინაარსის არის, ბლოგერის გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შევხვდებით.

22 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებაა გაიმართება. განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციამ მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილის მოტყუება შეძლო, შესაბამისად, მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა, 29 აპრილს კი ისინი „ხალხის მოთხოვნით“ შეიკრიბებიან. მოგვიანებით, განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც აღნიშნა: „29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს“.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუ ვინ იქნებიან გამომსვლელები და, მათ შორის, იქნებიან, თუ - არა მომღერლებიც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ აქციაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება.

ბლოგერ დათო აბზიანიძის Facebook-გვერდზე ხშირად შევხვდებით სატირული შინაარსის მქონე პოსტებს:

დათო აბზიანიძის პოსტი რომ ხუმრობაა, კარგად ჩანს კომენტარებიდანაც:

აღსანიშნავია ის, რომ ამბის არანამდვილობა კომენტარებში დაადასტურა რეპერმა მასტერმა, რომელიც აბზიანიძის სატირულ პოსტშია მოხსენიებული. მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ამდენად, ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული პოსტი სატირული შინაარსისაა და რეალურად, ვინ იქნებიან 29 აპრილს გამომსვლელები, უცნობია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.