• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლაზარე გრიგორიადისის განცხადებით, ის პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს

დეზინფორმაცია: ლაზარე გრიგორიადისის განცხადებით, ის პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

13 აპრილს, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „TV პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის შესახებ Facebook-მომხმარებლებმა (Xaxutaishvili Irma და Дженни Бурджанадзе) ყალბი ამბავი გამოაქვეყნეს (ბმული 1, 2). პოსტების მიხედვით, ლაზარე გრიგორიადისმა პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა (დაარქივებული ბმული).

სინამდვილეში, ლაზარე გრიგორიადისის მსგავსი განცხადება არცერთ საძიებო სისტემაში არ იძებნება, მას ვერც რომელიმე სანდო მედიის ვებგვერდსა თუ სოციალური ქსელის ანგარიშზე ვხვდებით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისს მედიებისთვის ინტერვიუ არ მიუცია.

12 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ, ისაუბრა. სოციალურ ქსელში გაჟღერებული მტკიცება, თითქოს ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს, არც მას გაუჟღერებია. მეტიც,  ჟურნალისტის კითხვაზე, თუ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ რის გაკეთებას აპირებს და რა გეგმა აქვს ლაზარეს, თამთა კალანდაძემ განაცხადა (11:57): „მეც არ ვიცი, მეც არ ვიცი, იმიტომ, რომ რაღაც სულ დაბნეულობის შეგრძნება მქონდა... რომ დაბნეულივითაა, კომუნიკაციას გადაჩვეული ადამიანია, თვალებიც რაღაც სხვანაირად ემოციურად უბრწყინავდა როცა გვხედავდა“.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ვრცელი  წერილობითი  ინტერვიუ ლაზარე გრიგორიადისთან „რადიო თავისუფლებამ“ 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასში ლაზარე გრიგორიადისმა წერილობითი პასუხი 15 კითხვას გასცა და არცერთ მათგანში სამომავლოდ პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობებზე არ უსაუბრია.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ ლაზარე გრიგორიადისმა პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
NATO
ლაზარე გრიგორიადისი
პოლიტიკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა