ანონიმური Facebook- გვერდი „The perfect figure“ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის X-პოსტს აქვეყნებს. Facebook-გვერდი წერს, რომ კლაარმა შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ვერ მოახერხა საქართველოს დროშის დამახსოვრება: „სიყვარული და ყურადღება ევროპის კავშირისგან“.

The perfect figure Facebook-გვერდია, რომელიც თავს სოციალურ მედიასააგენტოს უწოდებს და ამჟამად მხოლოდ 13 გამომწერი ჰყავს. ანგარიში ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს, არეკლამებს (იხ. ანგარიშის Facebook რეკლამების ბიბლიოთეკა).

ანგარიშს დარეკლამებული ჰქონდა ტოივო კლაარის შესახებ პოსტიც, რომლითაც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა 27 მარტს საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა და შეცდომით საქართველოს დროშის ნაცვლად ინგლისის დროშა გამოიყენა. თუმცა, მალევე, მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიში მოიხადა შეცდომის გამო და აღნიშნა, რომ გვიანი ღამის გამო (პოსტის გამოქვეყნების დრო: 01:28) ვერ გაარჩია დროშები: „ბოდიშს ვიხდი, თუმცა ჩემს ქართველ მეგობრებს ისევ ვუსურვებ წარმატებებს - და იქნებ ფინალი გვქონდეს საქართველოს და ინგლისს შორის, ვინ იცის? ბოლოს და ბოლოს, ბურთი მრგვალია!“.

ამდენად, ანონიმური გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მომხმარებლებს სრულ ინფორმაციას არ აწვდის, სადაც ჩანს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა შეცდომა თავადვე შეასწორა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.