• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში ელექტროენერგიის არარაციონალური ხარჯვისთვის ჯარიმები დააწესეს

დეზინფორმაცია: უკრაინაში ელექტროენერგიის არარაციონალური ხარჯვისთვის ჯარიმები დააწესეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ამჯერად მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის შინაარსი შემდეგია: ახალი წესის თანახმად, უკრაინელები ელექტროენერგიის არარაციონალური ხარჯვისთვის დაჯარიმდებიან. კერძოდ, თუ ისინი ელექტროენერგიით დღისით ისარგებლებენ, ან საჭიროების გარეშე გამოიყენებენ მას. ასევე, აკრძალულია ელექტრომობილების  გამოყენება    დაწესებული კვოტის ზემოთ; იკრძალება ელექტროქვაბების, საყოფაცხოვრებო განათების გამოყენება. პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 100 გრივნა, ხოლო განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევაში, 700 გრივნა იქნება. (არქივირებული პოსტი)

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.

საგულისხმოა, რომ იდენტური შინაარსის ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა ვებგვერდებმა (1; 2; 3) და ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებსა და პლატფორმებზე არ იძებნება. ეს რომ ნამდვილი ამბავი იყოს, ბუნებრივია, მედიის ყურადღებას მიიქცევდა.

გარდა ამისა, ძებნის შედეგად პირველწყაროს მივაგენით, რომელიც ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ არხი აღმოჩნდა, სახელწოდებით „Империя очень зла“. მათ აღნიშნული პოსტი 13 აპრილს, 12:30 სთ-ზე გამოაქვეყნეს.

აღნიშნულ ტელეგრამ არხს აღწერაში მითითებული აქვს, რომ სატირულ და გამოგონილ შინაარსის პოსტებს ავრცელებს.

შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინაში ელექტროენერგიის არარაციონალური ხარჯვისთვის ჯარიმები დააწესეს, ყალბია.

------------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლიტიკა
ჯარიმა
ელექტროენერგია
ნანკა კალატოზიშვილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის № 6

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა