• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გური სულთანიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში გური სულთანიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

07/04/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-სა (1) და TikTok-ზე (1; 2; 3) ვირუსულად ვრცელდება POSTV-ის წამყვანის, გური სულთანიშვილის ვიდეო, სადაც იგი, თითქოს, ხსნის, რა განსხვავებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ევროპულ და ქართულ ვერსიებს შორის. ტექსტი ამგვარად ჟღერს: „და ანუ შენ რატო არ გაქვს ამ კანონის ქონის უფლება, იცი? და რა განსხვავებაა? ევროპას სჭირდება ეს რუსების გამოსააშკარავებლად და შენ პირიქით, დასავლეთს ებრძვი ამით.“ (არქივირებული ბმული)

სინამდვილეში, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გური სულთანიშვილი ამ ტექსტით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და თავად თვლის, რომ ეს არის განსხვავება ევროპულ და ქართულ ვარიანტს შორის. 

აღნიშნული ციტატა ამოჭრილია POSTV-ის გადაცემიდან „სამნი & Co”, რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანი გური სულთანიშვილია. იგი რეალურად შემდეგ წინადადებას ამბობს: (3:09-დან): „ნებისმიერ ადამიანს დღეს დაარწმუნებ შენ და ნებისმიერი ოდნავ ინფორმირებული ტიპი დაარწმუნებს, რომ ეს კანონი საჭიროა. რითი იცი? ეტყვი, რომ ევრორეგულაცია, ევროკავშირის მოთხოვნაა, ეტყვი, რომ საფრანგეთში ეს ხდება, ეტყვი, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში ამ კანონის მსგავსი ანალოგი არსებობს, ან ახლა იარსებებს. საქმე და დაპირისპირება რაშია, იცი? ისინი ამბობენ, რომ  ამ კანონით და ანუ შენ რატო არ გაქვს ამ კანონის ქონის უფლება, იცი? და რა განსხვავებაა? ევროპას სჭირდება ეს რუსების გამოსააშკარავებლად და შენ პირიქით, დასავლეთს ებრძვი ამით.“ - რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მონაკვეთში სულთანიშვილი არა - საკუთარ დამოკიდებულებას, არამედ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტის გადმოცემას ცდილობს. 

გარდა ამისა, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასთან“ კომენტარში, სულთანიშვილმა თავადვე აღნიშნა, რომ ეს ნაწილი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გაავრცელეს (7:18-დან): „ჩემს შემთხვევაში, ზუსტად ფეიკი იყო ეს, იმიტომ, რომ მანამდე ვამბობ მნიშვნელოვან რამეს, რომ ასე თვლიან-თქო, ანუ თუ არ ვცდები, ბაჩო მეკითხება, რომ  არგუმენტი ერთი მაინც აქვთო? და მეთქი, ალბათ, არგუმენტი არის ეს. მათ მოჭრეს და ასაღებენ ისე, თითქოს მე ვფიქრობ ამას და მე ვამბობ ასე“, - ამბობს გური სულთანიშვილი.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია არ განიხილავს გური სულთანიშვილის მიერ გაჟღერებული მტკიცების  შინაარსს, სადაც ის საქართველოში დაინიციირებულ კანონპროექტსა და ევროკავშირის დირექტივის პროექტზე საუბრობს. აღნიშნულ საკითხზე ვრცლად გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

------------------------ 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ოლაფ შოლცი
გური სულთანიშვილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს

    ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

    საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა