• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოცხადდა

მანიპულირება: ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოცხადდა

ვერდიქტი: მანიპულირება

01/04/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები აშშ-ში „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ (1, 2, 3, 4,  5). პოსტების მტკიცებით, ჯო ბაიდენმა კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოაცხადა. რეალურად, ბაიდენმა პირველად 2021 წელს გამოაქვეყნა 31 მარტის, როგორც ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის შესახებ განცხადება. აღდგომის თარიღი ყოველწლიურად მონაცვლეობს და წელს 31 მარტს აღინიშნება. შესაბამისად, თარიღები ერთმანეთს დაემთხვა.

ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე პირველად 2009 წლის 31 მარტს აღინიშნა და მისი ინიციატორი რეიჩელ კრენდალი, მიჩიგანელი ტრანსგენდერი აქტივისტი იყო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი პრეზიდენტობისას პირველად 2021 წელს გამოაქვეყნა 31 მარტის, როგორც ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის შესახებ განცხადება. თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა ამერიკელს, შეუერთდეს ბრძოლას ტრანსგენდერი ადამიანების სრული თანასწორობისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღიარებს თაობების ბრძოლას, აქტივიზმსა და გამბედაობას, რამაც აშშ ტრანსგენდერების და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანების თანასწორობასთან დააახლოვა: „მათმა წარმატებულმა მუშაობამ უამრავ ტრანსგენდერს მისცა გამბედაობა, ეცხოვრათ ღიად და ავთენტურად“.

ყოველწლიურად 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ აღინიშნება, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული განცხადებებიც ადასტურებს. მიმდინარე წელსაც, 29 მარტს თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა და ამერიკელ ხალხს მოუწოდა, გაერთიანდეს გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან მიმდინარე წელს 31 მარტს კათოლიკური აღდგომაც აღინიშნა. დასახელებული დამთხვევა წელს მხოლოდ თარიღების დამთხვევით იყო განპირობებული. აღდგომის თარიღი წლიდან წლამდე მონაცვლეობს. ასე მაგალითად, 2023 წელს აშშ-ში აღდგომა 9 აპრილს აღინიშნა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოპონენტმა რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა აღდგომის პრინციპებს უღალატა და ამას ამერიკელი ხალხი დიდ ყურადღებას მიაქცევს. ოპონენტების განცხადებებს თეთრი სახლის სპიკერი ენდრიუ ბეიტსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, „ცდილობენ, დაყონ და დაასუსტონ ქვეყანა ბოროტი, სიძულვილით სავსე და არაკეთილსინდისიერი რიტორიკით“ (...) როგორც ქრისტიანი, რომელიც აღდგომას ოჯახთან ერთად აღნიშნავს, პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს ხალხის გაერთიანებას და ყველა ამერიკელის ღირსებასა და თავისუფლებას“.

ამდენად, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აშშ-ში უკვე მეოთხე წელია 31 მარტს აღინიშნება და წელს ის კათოლიკეების აღდგომის დღესასწაულს უბრალოდ დაემთხვა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#კათოლიკური აღდგომა
#ჯო ბაიდენი
#აშშ
#ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა