სოციალურ ქსელში ანა წითლიძისა და მამუკა მდინარაძის ფოტო ვირუსულად ვრცელდება (1,2,3,4). პოსტის აღწერაში ანგარიშები წერენ: „რომელი უფრო ბედნიერია“, „პირობა შესრულებულია“. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და სატირულ შინაარსს ატარებს.

რეალურად, ფოტო ანა წითლიძის Facebook-ანგარიშიდან არის აღებული და მასზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან ერთად არა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, არამედ წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავაა.

რედაქტირებული ფოტო მას შემდეგ გავრცელდა, რაც ანა წითლიძემ Facebook-ანგარიშზე საქართველო-საბერძნეთს მატჩთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „დღეს გავიმარჯვოთ და მზად ვარ გამარჯვების აღსანიშნავად მამუკა მდინარაძესაც კი საჯაროდ ჩავეხუტო. ამაზე დიდი მსხვერპლი რა გავიღო არ ვიცი ხალხნო, ყველა ლოცვა და შელოცვა წავიკითხე!“

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და სატირულ შინაარსს ატარებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.