• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლვოვის რაიონში უკრაინელებმა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი დაწვეს

დეზინფორმაცია: ლვოვის რაიონში უკრაინელებმა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი დაწვეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3; 4; 5), ამჯერად ვიდეოს ავრცელებს და წერს: „ლვოვის რაიონის სოფელ სმოჟოში უკრაინელმა ბანდერელებმა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს“. რეალურად, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. ხანძრის გაჩენიდან მალევე ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ და ცეცხლის ჩაქრობა სცადეს, თუმცა ტაძარი სრულად დაიწვა.

 

ტაძარში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 23 მარტს ლვოვში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი განყოფილების მიერ Facebook გვერდზე გავრცელდა. პოსტში ვკითხულობთ, რომ მეხანძრეების მისვლამდე ხანძარი დიდ ტერიტორიას მოედო და ტაძრის უმეტესი ნაწილი მოიცვა. ხანძრის ჩაქრობის სირთულეს წარმოადგენდა ხანძრის სწრაფი გავრცელება ხის კონსტრუქციებში. საბოლოოდ, ტაძარი მთლიანად დაიწვა, გადარჩა მხოლოდ სამრეკლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამდენად, მტკიცება, რომ ეკლესია უკრაინელებმა განზრახ გადაწვეს, არ დასტურდება.

 

ცნობისთვის, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომელიც სტრიის რაიონის სოფელ სმოჟეში მდებარეობს,  მე-19 საუკუნეში აშენდა. 1979 წლიდან მას  სახელმწიფო მნიშვნელობის (ამჟამად - ეროვნული მნიშვნელობის) არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  ტაძარს უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თემები ერთობლივად იყენებდნენ. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ხანძარი
#მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
#ლვოვი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა