• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
16+ მულტფილმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იმგვარად ვრცელდება, თითქოს ის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი

16+ მულტფილმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იმგვარად ვრცელდება, თითქოს ის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშების მიერ ვიდეო ვრცელდება (1,2,3) (დაარქივებული ვიდეო), რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს: „პროპაგანდა მულტფილმში“. ანგარიშები წერენ, რომ გავრცელებულ მონაკვეთში წარმოდგენილია „გარყვნილების ლგბტ პროპაგანდა“ და მშობლებს მიმართავენ, გააკონტროლონ, თუ „რა ანიმაციას უყურებენ მათი შვილები“. რეალურად, ანიმაცია სახელწოდებით „ყბედი“  (big Mouth) Netflix-ის სერიალია, რომელიც 16+ ასაკის მაყურებლებისთვის არის განკუთვნილი. 

 Netflix-ის ანიმაცია 2017 წელს გამოვიდა და 7 სეზონს მოიცავს. ის მოზარდებზე მოგვითხრობს, რომლებსაც გარდატეხის ასაკში უამრავი სიახლის შეცნობა და გაანალიზება უწევთ. Netflix-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ანიმაცია 16+ ასაკის მაყურებლებისთვის არის განკუთვნილი:

  

ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მომხმარებლები წერენ, რომ აღნიშნული ანიმაცია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა. პოსტის კომენტარებში დროსაც უთითებენ (08:10).  თუმცა, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ეთერში აღნიშნული ანიმაცია  არ გასულა. კომენტარის ავტორის მიერ  მითითებულ დროს ტელეკომპანიის ეთერში კვირის დღეებში გადაცემა „იმედის დილა“ გადის, ხოლო უქმეებზე- თურქული სერიალი „ვენდეტა“.  ანიმაცია ქართული გახმოვანებით  პირატული გვერდების მიერ ვრცელდება. 

ამდენად, მტკიცება რომ ვიდეო მულტფილმიდან არის აღებული, რომელიც  ბავშვებზე არის გათვლილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#Netflix
#პროპაგანდა
#ანიმაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა