• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ფრანგული ჟურნალის L'Hemicycle-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ფრანგული ჟურნალის L'Hemicycle-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ბექა ვარდოსანიძე (1; 2) ფრანგული ჟურნალის L'Hemicycle-ის გარეკანის ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ემანუელ მაკრონის კარიკატურაა გამოსახული. ჟურნალის გარეკანის გარდა ფოტოზე საფრანგეთის ტელეკომპანია France 24-ის ლოგოც ჩანს, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ამ გარეკანის შესახებ ტელევიზიაშიც ისაუბრეს. ვარდოსანიძე პოსტში ასევე აქვეყნებს X-ის (ყოფილი Twitter) ბმულს, რომელზეც France 24-ზე გასული ამ სიუჟეტის ნაწყვეტია მოცემული.

საგულისხმოა, რომ ინფორმაციას რუსულენოვანი ანგარიშები იდენტური აღწერით ავრცელებდნენ (1, 2).

სინამდვილეში, ჟურნალის გარეკანი გაყალბებულია.

პირველ რიგში, გადავამოწმეთ ჟურნალის ვებგვერდი და სოციალური ქსელები. (Facebook; X; Instagram) გაყალბებულ გარეკანზე, მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულია, რომ ეს არის რიგით 514-ე ნომერი. ხოლო მარცხენა ზედა კუთხეში „ზამთარი 2023“ აწერია.

საგულისხმოა, რომ ჟურნალი L'Hemicycle 3 თვეში ერთხელ გამოდის და მასზე სეზონებია მითითებული და არა კონკრეტული თვე ან რიცხვი. ოფიციალურ ვებგვერდზე ბოლო, 514 ნომერი, რომელიც 2023 წლის ზამთრით თარიღდება, განსხვავებულად გამოიყურება.

გარდა ამისა, გაყალბებულ გარეკანზე ტექსტობრივი ნაწილი ორიგინალი გარეკანის იდენტურია.

როგორც აღვნიშნეთ, ბექა ვარდოსანიძე პოსტში X-ზე ვიდეოს ბმულსაც აზიარებს, სადაც, მისი მტკიცებით, France 24-ის ეთერში ამ გარეკანს განიხილავენ.

სინამდვილეში, France 24-ის ვიდეო რედაქტირებულია. ვიდეო ამოჭრილია გადაცემიდან Face à Face, რომელიც ეთერში კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს გადის. სწორედ ბოლო ვიდეო, რომელიც მათ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, იქნა გამოყენებული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

პირველ რიგში, ყალბია ვიდეოს წარწერა - „ისრაელ-ჰამასი“, ასევე გადაცემის ლოგო, რომელიც ნამდვილ ვიდეოში ასეთი სახით არ ჩანს.

გადაცემის სტუმარი  ჟურნალ L'Hemicycle-ის რედაქტორი იყო, თუმცა ისინი ჟურნალის ნამდვილ ნომერს განიხილავდნენ და არა მაკრონის კარიკატურას. შესაბამისად, ვიდეოში ჩანს ნამდვილი 514-ე ნომერი. 

ამგვარად, გავრცელებული გარეკანი ყალბია, ხოლო ნაწყვეტი France 24-ის გადაცემიდან - რედაქტირებული.

------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნანკა კალატოზიშვილი
ბრიჯიტ მაკრონი
გაყალბებული გარეკანი
ფრანგული ჟურნალი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა