• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ფოტოს (1; 2; 3; 4; 5), რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ვარდისფერი პიჟამა აცვია. ფოტოსურათი რუსულენოვან ვებგვერდებზეც გავრცელდა (1; 2).

ფოტო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, იდენტურ ფოტოსურათს პლატფორმა Reddit-ზე მივაგენით. იგი ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნდა, სადაც პროგრამა midjourney-ის საშუალებით შექმნილი ფოტომასალა ვრცელდება. Midjourney ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა, რომელიც ტექსტის საფუძველზე ნახატს აგენერირებს.

აღნიშნული ჯგუფის წესებში ერთ-ერთი პუნქტი დეზინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება და მომხმარებლებს მოუწოდებს, არ წარმოადგინონ პოსტები/ფოტოები ისე, რომ ხალხს ნამდვილი ეგონოს.

მაკრონის ფოტოს გარდა, პოსტი სხვა ქვეყნების ლიდერების რედაქტირებულ ფოტოებსაც მოიცავს. მათ შორისაა ვლადიმირ პუტინის, ბარაკ ობამასა და სხვების სურათებიც.

აღნიშნული პოსტი Reddit-ზე 9 თვის წინ გამოჩნდა და მას მარცხენა ზედა კუთხეში ნიშანიც აქ მიმაგრებული წარწერით: „jokes/meme“ (ხუმრობა; მიმი).

შესაბამისად, გავრცელებული ფოტოსურათი ნამდვილი არ არის და იგი პროგრამა midjourney-ის საშუალებითაა შექმნილი.

ცნობისთვის, 2024 წლის 27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა. მსგავსი შინაარსის პოსტების გავრცელება კი, სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა.

------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ემანუელ მაკრონი
ბრიჯიტ მაკრონი
ხელოვნური ინტელექტი
AI
Midjourney
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 5 ათასით შემცირდა

    ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New York Times-ში გამოქვეყნებულ მის ციტატასთან დაკავშირებით

    დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New Yor...

    პოზიცია შეცვალა
    პოზიციის არსებითი ცვლილება; პოზიციის სრული ამოტრიალება
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა