• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი პოსტი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში როგორც ქართულენოვანი (ბმული 1), ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2; 3) ფოტოანაბეჭდს ავრცელებენ, რომელიც თითქოს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ განთავსებულ პოსტს აჩვენებს, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ხელს მოაწერს დეკლარაციას, რომლითაც დასავლეთის ყველა ქვეყანას იქ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების დეპორტაციას მოსთხოვს.

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და პოსტი უკრაინის პრეზიდენტს არ გამოუქვეყნებია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოსტი X-ზე მართლაც გავრცელდა, თუმცა არა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, არამედ ზელენსკის პაროდიული ანგარიშის გვერდზე (რაც მითითებულია გვერდის აღწერაში) - Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленьский (joke). ამის დასტურია სახელის ბოლოს არსებული წარწერა Joke - ხუმრობა, რომელიც ზოგიერთ ფოტოანაბეჭდში მოჭრილია და არ ჩანს. თუმცა არსებობს სხვა მინიშნებებიც, რითაც მტკიცდება, რომ პოსტი ზელენსკის არ გამოუქვეყნებია. მაგალითად, აღნიშნულ ფოტოანაბეჭდზე არსებულ ანგარიშს ზელენსკის გვარი შეცდომით უწერია, სინამდვილეში, უკრაინულად  როგორც „Зеленськи“ იწერება და არა  „Зеленьский“. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ნამდვილი გვერდი X-ზე განსხვავებულად გამოიყურება და იქ მსგავსი პოსტი არ დევს. 

გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის გვარი შეცდომით წერია, ფოტოანაბეჭდზე არსებულ ანგარიშს ვერიფიკაციის ცისფერი ნიშანი აქვს, რომელიც გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, X-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ვერიფიკაციის ნაცრისფერი ნიშნითაა აღნიშნული. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ ანგარიში  მთავრობას/სამთავრობო ორგანიზაციას, ან მთავრობის/სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ პიროვნებას ეკუთვნის. დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი ნიშანი რას აღნიშნავს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია, ისევე როგორც ზელენსკის პოსტი, ყალბია.

-------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
საფრანგეთი
გიორგი მიქაუტაძე
პოლიტიკა
ყალბი პოსტი
ტვიტერი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა