• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოდან ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოდან ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

28/02/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში სასკოლო სახელმძღვანელოს ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე მონიშნულია დავალება, რომელშიც ვკითხულობთ: „გაიხსენე აფხაზეთის მეზობელი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების კურორტები და დაგეგმე, რუკის დახმარებით (გვ. 6-7), ერთობლივი ტურისტული მარშრუტი აფხაზეთისა და, მაგალითად, სვანეთის ან სამეგრელოს კურორტების მოსანახულებლად და რომელიმე მათგანში დასასვენებლად“. Facebook-ანგარიში პოსტის აღწერაში წერს: „სკოლის სახელმძღვანელო. აფხაზეთი საქართველოს მეზობელი. როგორ მოგწონთ?“. ანგარიშის მტკიცებით,  სახელმძღვანელო „ჩვენი საქართველო“ მოსწავლეებს ასწავლის, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის და მისი მეზობელია. რეალურად, სახელმძღვანელოს „ჩვენი საქართველო“,  როგორც ტექსტურ, ასევე დანართების ნაწილში (კერძოდ, რუკებში) არაერთხელ არის ნაჩვენები, რომ აფხაზეთი საქართველოს ისტორიული მხარე და მისი განუყოფელი ნაწილია.  ზოგადად, სახელმძღვანელოს თავებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მათ შორის - აფხაზეთსაც, ეთმობა. 

 

გავრცელებული ფოტოზე გამომცემლობა „კლიოს“ VI კლასის სახელმძღვანელო „ჩვენი საქართველო“ (მე-2 ნაწილი) არის აღბეჭდილი. წიგნის თავები ძირითადად საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს მოიცავს. მათ შორის, მე-6 თავი  საქართველოს ერთ-ერთ მხარეს - აფხაზეთს, ეთმობა. აღნიშნული თავის შესავალშივე ავტორები წერენ: „აფხაზეთი ისტორიული  საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი მდებარეობს საქართველოს უკიდურესს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში“.

 

წყარო: Klio.ge 

მე-6 თავის ერთ-ერთი ნაწილის - „მეურნეობის დარგები აფხაზეთში“, ბოლოს მოსწავლეებისთვის გამოყოფილია დავალება, სწორედ ამ დავალების ფოტოს ავრცელებს Facebook-ანგარიში.  დავალებაში ავტორები მოსწავლეებს აფხაზეთის მეზობელი მხარეების კურორტების გახსენებას სთხოვენ. წინადადებაში სიტყვა „მეზობელი“ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს მიემართება და არა საქართველოს, როგორც ქვეყანას. ამავდროულად, ავტორები მიუთითებენ, რომ მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად ამავე სახელმძღვანელოს მე-6 და მე-7 გვერდებზე მოცემული რუკები შეუძლიათ გამოიყენონ. მითითებულ რუკებზეც აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარედ არის მონიშნული. 

 

ამდენად, როგორც სახელმძღვანელოს ტექსტურ ნაწილში, ასევე რუკებზე, აფხაზეთი საქართველოს მხარედ არის წარმოდგენილი და მტკიცება, რომ  სახელმძღვანელოს საშუალებით საქართველოში მოსწავლეებს ასწავლიან, რომ აფხაზეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#აფხაზეთი
#სასკოლო სახელმძღვანელო
#ჩვენი საქართველო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა