• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რომის პაპი ფრანცისკე დევიდ როკფელერს ხელზე ემთხვია

დეზინფორმაცია: რომის პაპი ფრანცისკე დევიდ როკფელერს ხელზე ემთხვია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, რომელზეც Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, რომის პაპია გამოსახული, რომელიც დევიდ როკფელერს ხელზე ემთხვევა. გავრცელებული მტკიცებით, ფოტოზე როტშილდი და ჰენრი კისინჯერიც ჩანან. რეალურად, ფოტოზე რომის პაპის ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებთან შეხვედრაა ასახული.  შეხვედრას არც როკფელერი, არც როტშილდი და არც კისინჯერი არ დასწრებიან. 

პოსტში გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის ინტერნეტსივრცეში პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად სხვადასხვა აღწერილობით ვრცელდება. ზოგიერთი დეზინფორმატორის მტკიცებით, ფოტოზე რომის პაპი ფრანცისკე და დევიდ როკფელერი არიან გამოსახული, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ მათთან ერთად კადრში ჯონ როტშილდი და ჰენრი კისინჯერიც ჩანან. 

2014 წლის 26 მაისს იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში „იად ვაშემი" ვიზიტისას, რომის პაპმა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მიერ დახოცილი ექვსი მილიონი ებრაელი მოიხსენია და ექვს გადარჩენილს შეხვდა. ჰოლოკოსტს გადარჩენილებთან შეხვედრისას, რომის პაპმა თავმდაბლობა გამოიჩინა, გადარჩენილთა ბრძოლისა და შიმშილის ისტორიების მოსმენის შემდეგ დაიხარა და თითოეულ მოხუცს ხელზე ემთხვია.  

ფოტოზე  ჰოლოკოსტს გადარჩენილი ექვსი ადამიანია გამოსახული: ავრაამ ჰარშალომი (ფრიდბერგი), ჩავა (ევა) შიკ, ჯოზეფ გოტდენკერი, მოშე ჰა-ელიონი, ელიეზერ (ლოლეკ) გრინფელდი და სონია ტუნიკ-გერონი. მათ შორის არ არიან დევიდ როკფელერი, როტშილდი და ჰენრი კისინჯერი. ინტერნეტსივრცეში დასახელებული პირების აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრების დამადასტურებელი ინფორმაცია ასევე არ იძებნება.

მეტიც, თუ მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსოვნის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეხვედრის კადრებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ფოტოზე გამოსახული ადამიანი დევიდ როკფელერი არ არის.

აღნიშნული ფოტოს სხვადასხვა დროს ხშირ გავრცელებას  ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, მათ შორის, PilitiFact, Snopes, CheckYourFact, AFP Fact Check,  ასევე გამოეხმაურნენ.  

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოზე რომის პაპი არა დევიდ როკფელერს, არამედ  ჰოლოკოსტს გადარჩენილ ელიეზერ (ლოლეკ) გრინფელდს ემთხვევა ხელზე. მათ გვერდით კი ასევე ჰოლოკოსტს გადარჩენილი მოშე ჰა-ელიონი და ჯოზეფ გოტდენკერი დგანან და არა ჯონ როტშილდი და ჰენრი კისინჯერი, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა
ჰოლოკოსტი
დევიდ როკფელერი
ჰენრი კისინჯერი
როტშილდი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა