სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (იხილეთ 1, 2), სასულიერო პირის მიერ სკოლის კურთხევის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „უკანონო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო“. ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებით, „სკოლის მკურთხეველ მღვდელს განათლების მინისტრი კანონით დასჯით ემუქრება“.

ინფორმაციის მისაღებად, დაიწყო, თუ - არა რომელიმე სასულიერო პირის საქმეზე მოკვლევა სკოლის კურთხევის გამო, „ფაქტ-მეტრის“ გუნდმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით,სკოლის კურთხევის გამო რომელიმე სასულიერო პირის მიმართ მოკვლევის დაწყება სამინისტროს კომპეტენციას სცილდება.

ამრიგად, სკოლის კურთხევის გამო სასულიერო პირის წინააღმდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოკვლევა არ დაუწყია. შესაბამისად, მცდარია ინფორმაციაც, თითქოს „სკოლის მკურთხეველ მღვდელს განათლების მინისტრი კანონით დასჯით ემუქრება“.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.