• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მანიპულაციურად დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მანიპულაციურად დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

15/02/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში სიმართლის დროა ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს. ვიდეოში პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „თუ არ ხარ შეკრული უშიშროების სამსახურთან, რუსეთში მილიონს ვერ იშოვი“, აღნიშნული მონაკვეთს  ინტერვიუს ნაწილი ებმის, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ პირველი მილიონი მანეთი რუსეთში იშოვა. ვიდეოს აღწერაში Facebook-ანგარიში წერს: „მერამდენედ უნდა დაგღუპოს შენმა ენამ“. რეალურად, აღნიშნული მონაკვეთები ისეა შეერთებული, რომ მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის. ინტერვიუს ნაწილი, სადაც მამუკა ხაზარაძემ პეტერბურგში მილიონი რუსული მანეთის შოვნაზე ისაუბრა, იმგვარადაა მოჭრილი, რომ მისი ნათქვამის სრული კონტექსტი იკარგება. სინამდვილეში, მან პეტერბურგის დატოვების მიზეზად რუსეთში არსებული დიდი ბიზნესის კეთების „სხვანაირი წესები“ [არადემოკრატიული და უკანონო მიდგომები] დაასახელა. 

 

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნულ თემაზე 2023 წლის 26 დეკემბერს „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა. პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემაში 2023 წელი შეაჯამა და 2024 წლის  მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება. ინტერვიუს დროს,  მან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ივანიშვილმა „ფული მოსკოვში იშოვა“. სწორედ ამ კონტექსტში ხაზარაძემ აღნიშნა: (ეს კონკრეტული მონაკვეთი გადაცემაში 01:10:20 წუთიდან იწყება): „არავინ მოსკოვში და რუსეთში მილიარდს არ გაშოვნინებს, თუ არ ხარ შეკრული უშიშროების სამსახურთან, პოლიტიკოსებთან, ბიუჯეტთან და ა.შ. ასეთი მსგავსი მე არ მინახავს, მანახეთ. მე არ ვლაპარაკობ თანამედროვე კომპანიებზე, რომლებიც შეიქმნა – IT და ა.შ. რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბიუჯეტთან. მაგრამ 90-იან წლებში მეც იქ ვიყავი და 93 წელს წამოვედი“.

ამის შემდეგ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე: „მოსკოვში იყავით?“,  ხაზარაძე პასუხობს:  „პეტერბურგში ვიყავი, პირველი თანხა მე იქ ვიშოვე, მილიონი რუსული მანეთი იყო, მაგრამ ეს ჩემთვის უზარმაზარი თანხა იყო. მაგრამ, როგორც კი დავინახე, რომ უფრო დიდი ფანჯარა იხსნებოდა, მივხვდი, რომ იქ უცბად გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გვითხრეს – აბა, ახლა უკვე მოდი, აქ სხვანაირი წესებია“. შემდეგ მამუკა ხაზარაძე აგრძელებს, რომ „ეს [რუსული] მენტალობა ღუპავს ამ ქვეყანას, კანონი არ კანონობს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციები არა გვაქვს, თავისუფალი ადამიანების მიმართ უამრავ მეთოდს იყენებენ, რომ გააჩუმონ ასეთი ადამიანები“.

ამდენად, სინამდვილეში, მამუკა ხაზარაძის სრული ინტერვიუს ნახვისას ცხადი ხდება, რომ ის რუსეთიდან წამოსვლის მიზეზად რუსეთში ბიზნესის კეთების არაკანონიერ და არადემოკრატიულ წესებს ასახელებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული კოლაჟი,  ვიდეოს ნაწილების მანიპულაციურად დამუშავების გზით, მომხმარებელს საპირისპირო შთაბეჭდილებას უქმნის. 

აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, Facebook-ანგარიში „სიმართლის დროა“, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდია. ის დაკავშირებულია Facebook-ანგარიშთან „provocateurs“, რომელიც კრიტიკული მედიის დისკრედიტაციით გამოირჩეოდა („provocateurs“ ამჟამად მოქმედი აღარ არის, ბოლო პოსტი გვერდზე 2022 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა). ISFED-ის თანახმად, აღნიშნულ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს ერთი და იგივე არაავთენტური ანგარიშები ათავსებდნენ, რომელთა უმრავლესობა ფოტოს იდენტობას რუსი და ბელარუსი მოქალაქეებისგან იპარავდა. 

დამატებით, მამუკა ხაზარაძის  ვიდეო პროპაგანდისტული და ოპოზიციის მადისკრედიტებელი Facebook-გვერდის  „სირცხვილის კორიდორი“ მიერ სოციალურ ქსელში აქამდეც გავრცელდა, რაზეც ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „მითების დეტექტორმა“ სტატიაც გამოაქვეყნა.   

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#მამუკა ხაზარაძე
#ლელო
#დამონტაჟებული ვიდეო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა