• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელი ღაზაში „საკვები კონსერვის“ ეტიკეტის მქონე ასაფეთქებელ ყუმბარებს აგდებს

დეზინფორმაცია: ისრაელი ღაზაში „საკვები კონსერვის“ ეტიკეტის მქონე ასაფეთქებელ ყუმბარებს აგდებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), ვიდეოს აქვეყნებს. პოსტის მტკიცებით, „ისრაელმა ღაზას მოსახლეობა გააფრთხილა, ჰუმანიტარულ საკვებს ავიაციით ჩამოგიყროთო!.. რეალურად კი ჩაუყარა "საკვები კონსერვის" ეტიკეტის მქონე ასაფეთქებელი ქილები, ე.წ. მარტივი ყუმბარები, რომელთა გახსნის შედეგადაც უამრავი დამშეული ადამიანი იქნა მოკლული!“. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები არაა  შენიღბული  „საკვების ქილა“. ეტიკეტზე ნათლად არის მითითებული, რომ ეს არის მოწყობილობა, რომელიც  ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისთვის გამოიყენება. ამავდროულად, მოწყობილობის გასააქტიურებლად საჭიროა ძლიერი ზეწოლა და ის გახსნისას  არ ფეთქდება. 

 

აღნიშნული ვიდეო  ფართოდ გავრცელდა და მას ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორიცაა: ფრანგული FRANCE 24 Observers,  ბრიტანული Logically Facts და იტალიური Open. 

პირველ რიგში, ვიდეოში წარმოდგენილი მოწყობილობა არ არის შეფუთული როგორც საკვები ქილა, რაზეც ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში მოწყობილობაზე არსებული წარწერაც მიუთითებს. FRANCE 24 Observers სპეციალისტსაც ესაუბრა, რომელმაც ისიც დაუდასტურა, რომ ზოგადად ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა სწორედ ამ ფორმით იფუთება. 

 

სტეინ ჰელგე კინგსროდი, ნორვეგიის სამხედრო აკადემიის უფროსი მასწავლებელი,  Logically Facts-ს განუმარტავს,  რომ მოწყობილობა  განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების ნაღმებისთვის, კერძოდ, გამოიყენება  M7A2, M15 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და M23 ნაღმების შესაიარაღებლად.  ექსპერტის თქმით, „ქილის“ გახსნა საკმაოდ რთულია და მას სპეციალური მოწყობილობა სჭირდება, გახსნის შემთხვევაშიც კი მისი აალებისთვის დაახლოებით  70-დან 120 კილოგრამამდე სიმძიმეა საჭირო. 

X-ანგარიში  Calibre Obscura, სამხედრო ექსპერტი განმარტავს, რომ მოწყობილობა  სათანადო სიფრთხილით უნდა ინახებოდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის დაზიანებულია. ექსპერტის მიერ გაზიარებულ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ მოწყობილობაზე, დენოტაციის დასაწყებად, 140-დან 240 ფუნტამდე (63,5-დან 108 კგ-მდე) დატვირთვაა საჭირო, ხოლო  მაღაროში დაყენების  შემთხვევაში,  საჭირო წონა უფრო მაღალია, კერძოდ, 350-დან 750 ფუნტამდე. 

 

ამავდროულად, ჯერჯერობით არ არის დადგენილი ეკუთვნის, თუ - არა მოწყობილობები ისრაელის არმიას. FRANCE 24 Observers ყოფილმა სამხედრომ ჰაჯ ბუდანმა განუმარტა, რომ  ამ ტიპის მოწყობილობები  ფართოდ არის გავრცელებული და შეიძლება ის გამოიყენება  როგორც ისრაელის, ასევე ჰამასის მხრიდან. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ისრაელი
#ჰამასი
#დეზინფორმაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა