• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ევროპარლამენტმა ღაზას სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

მანიპულირება: ევროპარლამენტმა ღაზას სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

ვერდიქტი: მანიპულირება

26/01/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა ღაზას სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. რეალურად, ევროპარლამენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო ორი პირობით, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დაშლასა და ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გულისხმობს. 

2024 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციას 312 მომხრე და 131 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო 72-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.  ეს იყო პირველი შემთხვევა, 2023 წლის ოქტომბრის „ჰუმანიტარული პაუზის“ მოწოდების შემდეგ, როცა ევროპარლამენტმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რეზოლუციის ფორმულირებასთან დაკავშირებულ კონსენსუსს წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ცეცხლის უპირობო შეწყვეტის აუცილებლობა იყო ხაზგასმული, რომელსაც მხარს მემარცხენე-ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფები უჭერდნენ. მასში შესწორება კონსერვატორი კანონმდებლების მტკიცებების შემდეგ შევიდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელი პირობა ჰამასის დაშლისა და ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება იყო. რეზოლუციაში ამ ორი პირობის ხაზგასმის გარეშე, მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია (European People's Party Group) ტექსტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებდა. რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში შესწორებების შეტანა პარლამენტში მემარჯვენეთა გამარჯვებად მიიჩნევა. 

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები დაპირისპირებისას დაღუპული უდანაშაულო პალესტინელებისა და ისრაელელების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის ხელმომწერები ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს უმკაცრესად გმობენ, ამასთან ისინი უარყოფითად აფასებენ ისრაელის არაპროპორციულ სამხედრო პასუხს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების უპრეცედენტო მასშტაბის მსხვერპლი გამოიწვია.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მართალია, ისრაელს აქვს უფლება, საკუთარი თავი დაიცვას, თუმცა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეების თავდასხმები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე უნდა იყოს მიმართული, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები არ უნდა იყოს სამიზნე.

ევროპარლამენტარები ღაზას სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მთელ ღაზას სექტორში სრულ, სწრაფ, უსაფრთხო და შეუფერხებელ ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. ასევე, მოითხოვენ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის დაუყოვნებლივ აღდგენას. 

რეზოლაცია ხაზს უსვამ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელახლა დაწყების აუცილებლობას და მოითხოვს დაიწყოს ევროპული ინიციატივა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების ორი სახელმწიფოს პრინციპზე მსჯელობას დააბრუნებს.

ევროპარლამენტარები პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოწოდებასაც აკეთებენ  და ხაზს უსვამენ, რომ ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, საერთაშორისო სამართლის თანახმად უკანონოა. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ღაზა
#ევროპარლამენტი
#ცეცხლის შეწყვეტა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა