• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 9/11 ტერაქტი აშშ-ის ორგანიზებული იყო

დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 9/11 ტერაქტი აშშ-ის ორგანიზებული იყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშების მიერ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიდეო ვრცელდება (1,2). ანგარიშების მტკიცებით,  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე იყო არა ტერორისტების, არამედ აშშ-ის დანაშაული. რეალურად, აღნიშნული მტკიცება 9/11-ის ტერაქტთან დაკავშირებული (Inside Job) კონსპირაციის გაგრძელებაა.

ტრამპმა   სიტყვით გამოსვლის  დროს მართლაც ახსენა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, მაგრამ აშშ-ის დანაშაულზე არაფერი უთქვამს. ტრამპმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი  პრეზიდენტობის დროს  აშშ-ში არ განხორციელებულა ისეთი მასშტაბის ტერორისტული თავდასხმა, როგორიც 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა. 

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, 2024 წლის 22 იანვარს,  ლაკონიაში, ნიუ-ჰემპშირში, შტატის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში ტრამპის  გამარჯვებამდე ერთი დღით ადრე არის გადაღებული. სრული ვერსიის ნახვისას, ირკვევა, რომ დონალდ ტრამპმა 9/11-ის ტერაქტი მაგალითის სახით ახსენა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტერაქტის მსგავსი შემთხვევა მისი პრეზიდენტობისას არ ყოფილა. „იცი, როცა ოთხი წელი იქ ვიყავი [პრეზიდენტობისას], ძალიან მინდოდა ლაპარაკი. ჩვენ არ გვქონია ტერორიზმი. შეტევები არ გვქონია. არაფერი გვქონდა. და მე მინდა... ჩვენ გვქონდა ტრამპის მოგზაურობის აკრძალვა. ჩვენ ამას ტერორის აკრძალვას ვუწოდებთ, არა? ჩვენ გვინდოდა ტერორის შეჩერება ჩვენს ქვეყანაში (...) ოთხი წელი არ ვსაუბრობდი ამ თემაზე ამ  კონკრეტულ თემაზე. მაგრამ ახლა ამაზე სულ ვლაპარაკობ. თავდასხმები არ გვქონია. ჩვენ არ გვქონდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. ჩვენ არ გვქონია ისეთი თავდასხმები, როგორიც თქვენ გინახავთ და რა თქმა უნდა, რასაც სხვა ქვეყნებში ხედავთ. სხვათა შორის, ახლა ჩვენ კვლავ ჩავერთვებით ახლო აღმოსავლეთში. შეხედე რა ხდება. თქვენ ჩაერთვებით... აი, ისევ ახლო აღმოსავლეთთან მივდივართ“-აღნიშნა ტრამპმა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი  ისლამური ექსტრემისტული ჯგუფის ალ-ქაიდას მიერ განხორციელდა და აშშ-ის ისტორიაში,  ამერიკულ მიწაზე განხორციელებული ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტია.  2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის ოთხი სამგზავრო კომერციული თვითმფრინავი 19-მა რადიკალმა ტერორისტმა გაიტაცა. ტერორისტული თავდასხმა ალ ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, დაგეგმილი იყო. ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე თვითმფრინავი - პენტაგონის შენობას, ხოლო მეოთხე - პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა. ტერორისტულ თავდასხმას 2,977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9/11-ის ტერაქტის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით წლებია ვრცელდება. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (1,2,3).

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემპშირის შტატში 23 იანვარს ჩატარებულ პირველად არჩევნებში (პრაიმერი) გაიმარჯვა და კონკურენტი ნიკი ჰეილი დაამარცხა. პირველადი პრაიმერი ერთ-ერთი ეტაპია, რომ  2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ კანდიდატი წარადგინოს.

დეზინფორმაცია, რომ ტრამპმა 9/11 ტერაქტში ამერიკა დაადანაშაულა, ამერიკაშიც ფართოდ გავრცელდა და მას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

ამდენად, მტკიცება, რომ დონალდ ტრამპმა 9/11 ტერაქტში აშშ დაადანაშაულა,  მცდარია და კონსპირაციის გაგრძელებას წარმოადგენს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#არჩევნები 2024
#9/11
#დონალდ ტრამპი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

    უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა