• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში საქართველოს ფოსტის მარკის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში საქართველოს ფოსტის მარკის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

23/01/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები საფოსტო მარკის ფოტოს ავრცელებენ (1,2,3,4) მტკიცებით, რომ მასზე ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. „ღვთისმშობლის ხატი საქართველოს ფოსტის საწებავ მარკებად!  ბეჭედდასმული, კაცმა რომ არ იცის გახსნის შემდეგ სად გადავარდება!  მეტი ვერაფერი ნახეთ ასაგდებად?“. „სისტემა უნდა დაინგრეს და უნდა აიკრძალოს ეს ხატების გმობა და შეურაცხყოფა“. რეალურად, აღნიშნულ მარკაზე არა ღვთისმშობლის ხატი, არამედ ალავერდის ტაძრის ფრესკაა გამოსახული. 

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსში რამდენიმე ნაგებობაა: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი.   მხატვრობა XV საუკუნით თარიღდება. 

 

სწორედ აღნიშნული ფრესკაა გამოსახული საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკაზე. 

საქართველოს ფოსტის ცნობით, ქართული საფოსტო მარკა  „ქვეყნის სავიზიტო  ბარათი და ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუშია, რომელმაც  ადრესატამდე  კულტურის რომელიმე კონკრეტული ნაწილი უნდა მიიტანოს“. ამ მიზნით, იქმნება სხვადასხვა სახის საფოსტო მარკები, ზოგიერთზე დატანილია საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, ზოგზე კი ქვეყნის გამოჩენილი მოღვაწეები.

 

ამდენად, საფოსტო მარკაზე გამოსახული ალავერდის ტაძრის ფრესკა ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნითაა დატანილი. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#საქართველოს ფოსტა
#ალავერდი
#საფოსტო მარკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გასულ წელს,მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა შესაბამისად, მომდევნო წელს ეს გათვალისწინებული აღარ არის

    გასულ წელს,მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ - იცით, რომ ეუთო\ოდირის მისია გვყავდა მოწვეული - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა

    არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 430%-ით გაიზარდა

    2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა