• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებულ ცნობებს დასავლური მედია არ აშუქებს

დეზინფორმაცია: ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებულ ცნობებს დასავლური მედია არ აშუქებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარჩელის მიხედვით მიმდინარე ისტორიულ პროცესს არც ერთი მსხვილი დასავლური მედია არ აშუქებს. სარჩელით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს ღაზაში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს. აღნიშნული საკითხის გაუშუქებლობა, ავტორის თანახმად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ობიექტური დასავლური მედია არ არსებობს და ისინი მხოლოდ „ჰეგემონის ინტერესების გამტარი აგენტები“ არიან. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც, ავტორის მტკიცებით, იმ მედიასაშუალებების ჩამონათვალია მოცემული, რომლებიც აღნიშნულ საკითხს არ აშუქებენ. მათ შორისაა BBC, CNN, Fox News, MSNBC, CBC, Euronews და France 24. რეალურად, აღნიშნული მედიასაშუალებები პროცესთან დაკავშირებულ ცნობებს ჯერ კიდევ მოსმენების დაწყებამდე აქვეყნებდნენ და  პროცესის მიმდინარეობასაც აქტიურად აშუქებენ.

2023 წლის 29 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საჯარო მოსმენა 2024 წლის 12 იანვარს დაიწყო. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი იურიდიული ორგანოა, რომელსაც წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საკითხების განხილვა შეუძლია. 

სარჩელით სამხრეთ აფრიკამ ისრაელი ღაზაში გენოციდის ჩადენაში, 1948 წლის გენოციდის კონვენციის დარღვევაში, დაადანაშაულა. სარჩელში ჩამოთვლილ გენოციდურ ქმედებებს შორისაა: ღაზაში 23,000-ზე მეტი პალესტინელის, მათ შორის - დაახლოებით 10,000 ბავშვის, მკვლელობა; პალესტინელების სახლების განადგურება, მათი გამოსახლება და იძულებით გადაადგილება; საკვების, წყლის და სამედიცინო დახმარების ბლოკადა; ჯანმრთელობის სერვისების განადგურება. სამხრეთ აფრიკა ICJ-ს დაუყოვნებელ ქმედებას სთხოვს, რათა აღიკვეთოს ისრაელის სამხედრო კამპანია. 

29 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას იმავე დღეს  შემდეგი მსხვილი სამაუწყებლო კორპორაციები გამოეხმაურნენ: ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC, ამერიკული CNN და Fox News,  კანადის სამაუწყებლო კორპორაცია CBC, ევროპული საინფორმაციო სატელევიზიო არხების იმპორტიორი კომპანია Euronews და ფრანგული France 24. მათ მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებში მოცემულია ინფორმაცია ღაზაში არსებული ვითარების, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბრალდებისა და მოსმენებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ.  

პროცესის მიმდინარეობას აქტიურად აშუქებდა BBC, რომელიც ინფორმაციას არამხოლოდ ვებგვერდზე (იხილეთ ბმული: 1, 2, 3, 4, 5), არამედ YouTube-არხზეც აქვეყნებდა (მაგალითად იხილეთ ბმული: 1, 2, 3, 4, 5). მიმდინარე მოსმენებთან დაკავშირებულ ცნობებს ასევე ავრცელებდნენ ამერიკული ტელეკომპანიები, CNN (იხილეთ სიახლეები ბმულზე 1, 2, საინფორმაციო ჩართვის სანახავად ეწვიეთ ბმულს) და Fox News (ბმული 1, 2). 

ინფორმაციას  სამხრეთ აფრიკის სარჩელის, მასთან დაკავშირებული დეტალებისა და მიმდინარე პროცესში კანადის პოზიციის შესახებ კანადის სამაუწყებლო კორპორაციაც (CBC) აქვეყნებდა. საკითხს Euronews (ბმული 1, 2, 3, 4, 5), ფრანგული მაუწყებლობა France 24 (ბმული 1, 2, 3, 4)  ასევე არაერთხელ გამოეხმაურა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე მოსმენებს ამერიკული საკაბელო ახალი ამბების არხი MSNBC არ გამოხმაურებია, თუმცა პროცესთან დაკავშირებულ ცნობებს მასთან აფილირებული მაუწყებლობა NBC (ბმული 1, 2) აქვეყნებდა. 

ამგვარად, მართალია ზემოხსენებული დასავლური მსხვილი მედიასაშუალებები მოვლენასთან დაკავშირებულ ცნობებს განსხვავებული სიხშირით და ინტენსივობით აშუქებენ, თუმცა მტკიცება იმის შესახებ, რომ მიმდინარე ისტორიულ პროცესს არც ერთი მსხვილი დასავლური მედია არ ეხმიანება, სიმართლეს არ შეესაბამება.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#დასავლური მედია
#ევროპარლამენტი
#სამხრეთ აფრიკა
#მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა