• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ლაშა ბუღაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ლაშა ბუღაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს ავრცელებს და მწერალ ლაშა ბუღაძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „რუსული შობით ევროპაში არავინ მიგვიღებს“. რეალურად, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ლაშა ბუღაძეს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია. 

 

მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. 

აღსანიშნავია, რომ გამოხმაურება  მწერლის მიერ  Facebook-გვერდზე  7 იანვარს შობის აღნიშვნასთან დაკავშირებულ პოსტს მოჰყვა: „გილოცავთ რუსულ შობას. ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შევხვდით“. 

 

ცნობისთვის, მსოფლიოში 15 მართლმადიდებელი ეკლესიაა აღიარებული, აქედან 11 შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ხოლო 4 მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთის, სერბეთის, საქართველოს და იერუსალიმის ეკლესიები (Greek Orthodox Church of Jerusalem) - 7 იანვარს. მიზეზად სახელდება იულიუსის კალენდარი, რომელსაც აღნიშნული მართლმადიდებელი ეკლესიები მიჰყვებიან. რაც შეეხება გრიგორიანულ კალენდარს,  ის იულიუსის კალენდრის მოდიფიკაციას წარმოადგენს და 1582 წელს რომის პაპ გრიგოლ XIII-მ შემოიღო. იმავე წელს  კალენდარი ამოქმედდა ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ცვლილების მიხედვით, იულიუსის 1582 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ დადგა გრიგორიანული 1582 წლის 15 ოქტომბერი. განსხვავება იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდარს შორის ამჟამად 13 დღეა,  ხოლო  2100 წლისთვის 14 გახდება. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის  მაისში  უკრაინაში მიიღეს  ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება. მოგვიანებით, კერძოდ, 2023 წლის 28 ივლისს უკრაინაში მიღებული კანონის თანახმად,  უკრაინა შობას 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავს.  კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მთავარი მიზანი  „რუსული მემკვიდრეობის უკან მოტოვებაა“. ამავდროულად,  ისტორიულად რუსეთთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია,  7 იანვრის თარიღს ინარჩუნებს. 

ლაშა ბუღაძის პოსტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა: „ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი - 25 დეკემბერს, აღინიშნება, რუსული შობა უწოდა (..) ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ!“. 

საპასუხოდ, მწერალმა  ხაზი გაუსვა საქართველოსთვის შობის 7 იანვარს აღნიშვნის პოლიტიკურ მნიშვნელობას  და  ამით რუსეთთან კავშირს: „იქ, სადაც რელიგიაა, ცხადია დავა აბსურდულიც კია - გნებავთ, იულიუს კეისრის კალენდრის მიხედვით (7 იანვარი) აღნიშნეთ შობა და გნებავთ, პაპ გრიგორიუსის (25 დეკემბერი), მაგრამ აბსურდული არაა საფრთხე, რომელიც რუსეთზე ბმულობას გულისხმობს... ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილება რუსეთისგან დისტანცირების ნაბიჯია... 25 დეკემბერი რუსეთისგან დაშორების და ევროპულ-ცივილიზაციურ დროსთან დაახლოების სიმბოლური აქტია!“

Facebook-ანგარიშის გავრცელებულ ციტატას რომ დავუბრუნდეთ,  პოსტში მოცემულია  ფოტო, რომელიც  ტელეკომპანია ფორმულას გადაცემიდან „ფორმულა 12“ არის ამოჭრილი. სიუჟეტში მწერალი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობდა. აღნიშნულ გადაცემაში ლაშა ბუღაძეს Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული განცხადება არ გაუკეთებია.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ლაშა ბუღაძე
#იულიუსის კალენდარი
#გრიგორიანული კალენდარი
#შობა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა