• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიებად მიაჩნია

დეზინფორმაცია: უკრაინას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიებად მიაჩნია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Eduard Jishkariani, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1; 2) ამჯერად რუკის ფოტოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით: „ეხლა გამომიგზავნა ერთმა ჩემმა მეგობარმა ფოტო ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონიდან, სადაც აშშ და სხვა ქვეყნების საელჩოებია განთავსებული, ერთერთი ბარიდან, სადაც მაგიდებზე გადასაფარებლის სახით ეს რუქებია განდავსებული.

დავაკვირდი რუქას და....

ყბა იმხელაზე ჩამომივარდა, ჯერკიდევ ვერ ავკეცე...

თურმე, ჩვენ უკრაინელ "მეგობრებს" არა მარტო რუსეთის დაპყრობა ჰქონიათ გეგმაში, არამედ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც თავისი ტერიტორიის ნაწილად მიაჩნიათ?!

ერთი ჰიტლერს აწუხებდა მსგავსი იდეები და რით დაასრულა, ვიცით...“

ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით აღმოვაჩინეთ, რომ რუკა ნამდვილი არ არის და იგი სამაგიდო თამაშის „Risk” ნაწილია.

სამაგიდო თამაშის სახელად „Risk” თავდაპირველი ვერსია ფრანგმა კინორეჟისორმა ალბერ ლამორისმა 1957 წელს შექმნა. თამაშს დღემდე ამერიკული კომპანია “Hasbro” აწარმოებს, რომელიც საზოგადოებას კლასიკურთან ერთად სხვადასხვა თემატურ ვერსიასაც სთავაზობს, (მაგალითად, „ვარსკვლავური ომები“, „ბეჭდების მბრძანებელი“ და სხვა).

„Risk“-ის კლასიკური ვერსიის სათამაშო დაფაზე თითოეული ტერიტორია რეალურ გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ რეგიონს  წარმოადგენს. „ქვეყნების“ საზღვრები შედგენილია იმ რეგიონების ტერიტორიულ მდებარეობასთან მიმსგავსებით,  რაც თამაშს რეალიზმის ელემენტს მატებს. ტერიტორიების უმეტესობა ქვეყნების ან სახელმწიფოების ერთობლიობას წარმოადგენს. თამაშის რუკაზე ზოგიერთი ქვეყნის სახელწოდება და საზღვრები რეალურია, მაგალითად, არგენტინა, ზოგიერთის მდებარეობა კი საერთოდ არ ემთხვევა რეალურს. უკრაინის შემთხვევაში, თამაშის რუკაზე არსებული უკრაინის კუთვნილებად მონიშნული ტერიტორიის ნაწილი რეალურადაც უკრაინის შემადგენლობაშია, თუმცა ავღანეთის მდებარეობა თამაშის რუკასა და ნამდვილ რუკაზე სრულიად განსხვავებულია. 

თამაშს რამდენიმე ვერსია აქვს, რის გამოც რუკები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა იმაში, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოსურათი და თამაშის რუკა იდენტურია, კონკრეტული დეტალები გვარწმუნებენ (იხ. ფოტო).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამაშს რამდენიმე განსხვავებული ვერსია აქვს. 1959 წლის, 1980-იან და 1990-იან წლებში გამოსულ რუკებში ევროპის ტერიტორიის ნაწილი უკრაინის სახელითაა წარმოდგენილი, ხოლო 2008 წლიდან, მაშინ როცა თამაშის განახლებული ვერსია გამოვიდა, ევროპის ეს ნაწილი უკვე რუსეთის სახელითაა წარმოდგენილი. 

ამგვარად, მტკიცება, რომლის მიხედვითაც, რუკა უკრაინელების გეგმას ასახავს და ისინი ევროპის გარკვეულ ტერიტორიებს, მათ შორის, საქართველოსაც, საკუთარ ნაწილად მოიაზრებენ, ყალბია.

-------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ომი უკრაინაში
კანადა
ექსპორტი
დამოუკიდებლობა
დეზინფორმაცია
საქართველო
რუსეთი
უკრაინა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა