• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში მართლმადიდებლურ ტაძრებში ახალ სექტას ქმნიან

დეზინფორმაცია: უკრაინაში მართლმადიდებლურ ტაძრებში ახალ სექტას ქმნიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც სხვადასხვა ფორმებში გამოწყობილი ადამიანები ტაძარში უკრაინულ სიმღერას „"Ой у лузі червона калина"  მღერიან.  „უკრაინაში ახალ სექტას ქმნიან მართლმადიდებლურ ტაძრებში“, -წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინული ტრადიციული საშობაო წარმოდგენა („ვერტეპი"), რომელიც სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს და ქრისტესშობასთან დაკავშირებული ბიბლიური სცენების გაცოცხლებას გულისხმობს.

 

საშობაო ვერტეპი სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს და თავდაპირველად თოჯინების თეატრით საშობაო სცენების გაცოცხლებას გულისხმობდა. ბოლო პერიოდში კი წარმოდგენები პიესების სახით იდგმება და განსაკუთრებით პოპულარული დასავლეთ უკრაინაშია.  პერსონაჟებს შორის არიან: ანგელოზი, მწყემსები, ჰეროდე, პრინცესა და სხვ.  

გავრცელებული ვიდეო ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, სოფელ ნიჟნი სტრუტინშია გადაღებული. თუ პერსონაჟების განლაგებას დავაკვირდებით, Facebook-ანგარიშის მიერ  გავრცელებული კადრები 2024 წლის საშობაო ვერპეტიდან არის ამოჭრილი. აღნიშნული  ვიდეო YouTube-ზე 2023 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა (იხილეთ ფოტო). ვერტეპთან დაკავშირებით პოსტი Facebook-ანგარიშის მიერაც გავრცელდა. 

 

აღსანიშნავია, რომ სოფელში მსგავსი საშობაო  წარმოდგენები  წინა წლებშიც იმართებოდა (1,2,3). 

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინაში ტაძრებში ახალ სექტას ქმნიან,  ყალბია. გავრცელებულ ვიდეოში ტრადიციული საშობაო წარმოდგენაა ნაჩვენები, რომელიც უკვე მრავალი წელია უკრაინაში იმართება. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#უკრაინა
#ვერტეპი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა