• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ქვეყანაში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის ძალითაც უნდა ჩატარდეს გეი აღლუმები, დაკანონდეს კაცის-კაცზე და ქალის-ქალზე ქორწინება

დეზინფორმაცია: ქვეყანაში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის ძალითაც უნდა ჩატარდეს გეი აღლუმები, დაკანონდეს კაცის-კაცზე და ქალის-ქალზე ქორწინება

ყალბი ამბავი

28/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2023 წლის 12 დეკემბერს ალტ-ინფოს გადაცემის, ,,დღის კომენტარის’’, წამყვანმა, ჯაბა ჟვანიამ, ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ლაშა შარუხიას დაპატიმრების საქმე მიმოიხილა და ამ ფონზე ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული პოლიტიკა გააკრიტიკა.მისი თქმით, ,,საქართველოში ახლა დექართველიზაციის პროცესი მიდის...ქვეყანაში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის ძალითაც უნდა ჩატარდეს გეი აღლუმები, მომავალში უნდა დაკანონდეს კაცის-კაცზე და ქალის-ქალზე ქორწინება ’’.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო. კანონის პირველივე მუხლი გვაუწყებს, რომ მისი მიზნები ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას მიემართება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფით.

კანონის მიხედვით, პირი ამგვარი გარანტიებით არა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად არის აღჭურვილი, არამედ რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალურიკუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავადაც. შესაბამისად, ამ კანონის, როგორც მხოლოდ ლგბტქ+ ადამიანებისთვის უფლებების მიმნიჭებელი აქტის განხილვა აბსურდულია და არ ასახავს რეალობას.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, დასახელებული კანონის ძალით, მომავალში გეი აღლუმები ჩატარდება ან ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება, ასევე ყალბია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე ცალსახა პასუხს გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც ქორწინება განმარტებულია, როგორც ,,ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას’’. ვინაიდან, თითოეული კანონი ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს კონსტიტუციასთან, ზემოთ მოცემული კონსტიტუციური ჩანაწერის არსებობის პირობებში ვერცერთი კანონით ვერ მოხერხდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. რაც შეეხება ,,გეი აღლუმების’’ ჩატარების საკითხს, უმცირესობების მიერ საკუთარი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების რეალიზება ისედაც არის დაცული კონსტიტუციით, შესაბამისად, უმცირესობებს მშვიდობიანი შეკრებისა და მათი შეხედულებების გამოხატვის უფლება ისედაც გააჩნიათ.

თეგები:
დამოუკიდებლობა
ანტიდისკრიმინაციული კანონი
ერთნაირ სქესიანთა ქორწინება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა