• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინის უმაღლეს რადაში „ლელოს“ წევრებმა ლგბტქი+ დროშა გაშალეს

დეზინფორმაცია: უკრაინის უმაღლეს რადაში „ლელოს“ წევრებმა ლგბტქი+ დროშა გაშალეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში შიინ ევროპისკენ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, „ლელო საქართველოსთვის“ წევრების ფოტოს ავრცელებს. ფოტოს თან ურთავს აღწერას: „ყველაზე მაგარი პარტია, ნამდვილი „დრაქ ქუინი“ პარტია“. რეალურად, პოსტის ავტორი ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს. პარტიის წარმომადგენლებს უკრაინის  უმაღლეს რადაში არა ლგბტქი+, არამედ საქართველოს დროშა ეჭირათ. 

 

პარტიის წარმომადგენლები უკრაინაში 2023 წლის 21 თებერვალს გაემგზავრნენ. ვიზიტთან დაკავშირებით, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გრიგოლ გეგელიამ Facebook-პოსტი გამოაქვეყნა: „მივემგზავრებით კიევში, რათა რუსული აგრესიის წლისთავზე ჩვენი სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავგანწირულად იბრძვიან თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის“. 

 

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო პარტიის პოლიტიკური ლიდერის სალომე სამადაშვილის Facebook-გვერდიდან არის აღებული, სადაც ჩანს, რომ პარტიის წევრებს ხელში საქართველოს დროშა უჭირავთ.

 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ლელო
#ლგბტქი+ დროშა
#უკრაინის უმაღლესი რადა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უპირველეს ყოვლისა, პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ, საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს

    უპირველეს ყოვლისა, პირობები, რომლებსაც უ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდებოდა

    კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავს...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს

    საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა