• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა ვიცით სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ფოტოებზე, რომლებზეც დაკავებული პალესტინელი მამაკაცები ჩანან

რა ვიცით სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ფოტოებზე, რომლებზეც დაკავებული პალესტინელი მამაკაცები ჩანან

გაზეთი ფაქტ-მეტრი

13/12/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ათობით მამაკაცია გამოსახული. ისინი ტანსაცმლის გარეშე, ხელებშეკრულნი სხედან. ფოტოსურათები სხვადასხვა მტკიცებით გავრცელდა, მათ შორის, როგორც Irakli Zakareishvili პოსტში წერს, ვიდეოში ამ ადამიანების დახვრეტამდე გავრცელებულ კადრებს ვხედავთ: „ღაზას ჩრდილოეთში, ბეით-ლახიაში მდებარე გაერო-ს სკოლიდან გამორეკილი ლტოლვილები დახვრეტის წინ - ებრაელებმა მშვიდობიანი ხალხი "ჰამასის" წევრებად გაასაღა!..

ვიდეოს მე-7 წამზე მიწაზე ზის სრული გაშიშვლების წინ ნახევრად შიშველი მსუქანი მამაკაცი ლურჯი უმკლავო მაისურით - ალ-ჯაზირას ჟურნალისტი!..“

ფოტო/ვიდეო მასალა, სავარაუდოდ, ბაით-ლაჰიაში, ღაზას ჩრდილოეთშია გადაღებული. სოციალურ ქსელში მასალის გავრცელების შემდეგ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ასობით ადამიანის დაკავება დაადასტურეს. მათი განცხადებით, ისრაელის არმიის ოპერაციის წარმატების გამო დაკავებულები თავად ჩაბარდნენ.  

Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ისიც აღნიშნეს, რომ დაკავებულთა შორის ბევრი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ დაპატიმრების პროცედურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეურაცხმყოფელი ფოტოები მის უწყებას არ გაუვრცელებია. 10 დეკემბერს, კვირა საღამოს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ცახი ჰანეგბიმ განმარტა, რომ ეჭვმიტანილთა გაჩხრეკა საჭირო იყო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ იარაღი ან ასაფეთქებელი საშუალებები არ ჰქონდათ. თუმცა, მისი თქმით, დაკავებულთა ფოტოების გავრცელება არ იყო საჭირო და აქვე გამოთქვა მოლოდინი, რომ ისრაელი მსგავსი სახის ფოტომასალის გავრცელებას შეწყვეტს. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ისრაელის მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ფოტოები ჰამასის მებრძოლებს ასახავდა, მოგვიანებით, საერთაშორისო მედიაში (BBC, Reuters, The Guardian) გაჩნდა ცნობები, რომ მასზე სამოქალაქო პირებიც იყვნენ ასახული.

The Guardian-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყო პალესტინელი ჟურნალისტი დიაა ალ-კაჰლუტი, al-Araby al-Jadeed-ის კორესპონდენტი. ამერიკულმა არასამთავრობო  ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“, რომელიც პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, დაგმო აღნიშნული ქმედება და ისრაელის ხელისუფლებას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამერიკული US Charity-ის თანამშრომელმა, ჰანი ალმადუჰინმა, რომელიც გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA) დახმარებას აგროვებს, ფოტოზე საკუთარი ძმა მაჰმუდი ამოიცნო.  

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც უსაფრთხოების გამო ანონიმურად დარჩენა ისურვა, BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ IDF-ის სამხედროები ტერიტორიაზე შესვლისას მეგაფონით აფრთხილებდნენ მამაკაცებს, დაეტოვებინათ სახლები და გაეროს (პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო) სკოლები. მამაკაცის თქმით, IDF-მა ქალებს მოუწოდა, უახლოესი საავადმყოფოებისთვის მიემართათ, შემდეგ კი დახვრეტით დაემუქრა, თუ მამაკაცები სახლებს არ დატოვებდნენ. თვითმხილველის თქმით, მისი ნათესავებიდან შვიდი ადამიანი გაათავისუფლეს, თუმცა დარჩენილ სამ ადამიანზე მას ინფორმაცია არ აქვს. 

Reuters-ის ცნობით, გავრცელებულ ფოტომასალას  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც გამოეხმაურა: „ხაზგასმით აღვნიშნავთ ყველა დაკავებულის მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობის მნიშვნელობას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოტო/ვიდეო მასალაზე ნაჩვენები მამაკაცები დახვრიტეს, არცერთ სანდო მედიასაშუალებაში არ დასტურდება. 

------------------------ 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჰამასი
ღაზა
პალესტინა
ისრაელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა