• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლონდონში პირველი „ჰუმანოიდი რობოტები“ გამოჩნდნენ, რომლებიც ყავის მაღაზიაში მუშაობენ და სამსახურში მეტროთი გადაადგილდებიან

დეზინფორმაცია: ლონდონში პირველი „ჰუმანოიდი რობოტები“ გამოჩნდნენ, რომლებიც ყავის მაღაზიაში მუშაობენ და სამსახურში მეტროთი გადაადგილდებიან

ვერდიქტი: მანიპულირება

17/11/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi ვიდეოს აქვეყნებს და ონლაინ გამოცემა Medium-ის სტატიაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ლონდონში პირველი „ჰუმანოიდი რობოტები“ გამოჩნდნენ. „ისინი მეტროთი გადაადგილებიან სამსახურამდე. მუშაობენ ყავის მაღაზიაში. ამ უახლესი დაწესებულებებში, რომელიც სექტემბერში გაიხსნა, ნახავთ ჰუმანოიდ რობოტებს, რომლებიც შეუფერხებლად მუშაობენ ბარისტებთან ერთად განსაკუთრებული სერვისის მიწოდებისთვის. ხელოვნური ინტელექტის ეს სასწაულები, აღჭურვილია მოწინავე ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის შესაძლებლობებით, რაც მათ საშუალებას აძლევს მომხმარებლისგან მიიღონ შეკვეთები და მოამზადონ მათზე მორგებული სასმელები, - სრული სიზუსტით. ხელოვნური ინტელექტის რობოტების დანერგვა ლონდონის ყავის მაღაზიას არა მხოლოდ სიახლის ელემენტს მატებს, არამედ ზრდის ეფექტურობას და სიზუსტეს“, - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული კადრები ფილმის „შემოქმედი“ (The Creator) რეკლამას წარმოადგენს და მასში არა რობოტები, არამედ რეალური მსახიობები მონაწილეობენ.

მსახიობების მიერ „ჰუმანოიდი რობოტების“ როლის მორგება და სპეციალური მაკიაჟით საჯარო ადგილებში გამოჩენა ფილმ „შემოქმედის“ (The Creator) მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ მსახიობებს ტანსაცმელზე ფილმის სათაური აწერიათ.

აღსანიშნავია, რომ ფილმის რეკლამირებისთვის მსგავსი საჯარო პერფომანსები აქამდეც გამართულა. მაგალითად, ლოს-ანჯელესში, SoFi Stadium-ზე ამერიკული ფეხბურთის მატჩის დროს. მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია მაშინაც გავრცელდა, თითქოს სტადიონზე არათუ სპეციალური მაკიაჟის მქონე მსახიობები, არამედ ნამდვილი რობოტები გამოჩნდნენ, თუმცა აღნიშნული მაშინ Reuters-მა და Check Your Fact-მა გადაამოწმეს, რომელთაც ფილმის პროდიუსერ „20th Century Fox-ის“ მშობელ კომპანია „დისნეიში“ დაუდასტურეს, რომ მარკეტინგის კამპანიისთვის ადამიანი მსახიობები გამოიყენებიან და არა ნამდვილი „ჰუმანოიდი რობოტები“. ფილმ „შემოქმედის“ პერსონაჟები მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტეხასში, Texas Motor Speedway-ზე რბოლის დროსაც გამოჩნდნენ.

ცნობისთვის, „შემოქმედი“ (The Creator) არის 2023 წლის ამერიკული სამეცნიერო ფიქციის ჟანრის ფილმი, რომელშიც აღბეჭდილია ისეთი სამყარო, სადაც სხვადასხვა სახის რობოტები და ადამიანის მსგავსი ანდროიდები აშშ-ის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ფილმის პრემიერა 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა.

ამდენად, ლონდონში გადაღებული ვიდეოში ნაჩვენებია არა ნამდვილი „ჰუმანოიდი რობოტები“, არამედ მსახიობი ადამიანები, რომლებიც ფილმ „შემოქმედის“ (The Creator) მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ფილმის რეკლამირების მიზნით საჯარო ადგილებში ჩნდებიან.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#რობოტი
#TikTok
#The Creator
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა