სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს მტკიცებით: „ზელენსკი:- „უკრაინა არ გახდება ლიბერალური, ევროპელი, მაგრამ გახდება დიდი ისრაელი...“ სინამდვილეში, ვიდეო ისეა მოჭრილი, რომ ზელენსკის ნათქვამს განსხვავებული კონტექსტით წარმოაჩენს.

ცხადია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეოში უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში საუბრობს. „უკრაინა გახდება დიდი ისრაელი“ კი სწორედ ომის კონტექსტში გულისხმობს უკრაინის მილიტარიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნას, რომელიც მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად ყოველთვის მზადაა.

ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა 2022 წლის 5 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა, როცა ქვეყნის მომავალზე საუბრობდა.

„უკრაინა ნამდვილად არ იქნება ის, რაც თავდაპირველად გვსურდა. ეს შეუძლებელია... აბსოლუტურად ლიბერალური, ევროპული - ასე არ იქნება, ჩვენი უკრაინა. ის აუცილებლად იქნება ციხესიმაგრე ყველა სახლისთვის, როგორც მე დავარქმევდი, ყველა ადამიანისთვის... „მომავლის შვეიცარიაზე“ საუბარი არ შეიძლება. ალბათ, ასეთი შეიძლება იყოს ჩვენი სახელმწიფო დიდი ხნის შემდეგ. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავხდებით „დიდი ისრაელი“. ჩვენ არ გაგვიკვირდება, თუ ჩვენს ყველა ინსტიტუტში, სუპერმარკეტში, კინოთეატრში იქნებიან შეიარაღებული ძალების ან ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, იქნებიან ადამიანები იარაღით ხელში - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში ნომერ პირველი უსაფრთხოების საკითხი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამრიგად, სოციალურ ქსელში ზელენსკის გამოსვლის ფრაგმენტი მანიპულაციურად ვრცელდება და პრეზიდენტის მიერ ნათქვამს დამახინჯებულად წარმოაჩენს და კონტექსტს უცვლის.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია