• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 76% უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში პრეზიდენტს ადანაშაულებს

დეზინფორმაცია: გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 76% უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში პრეზიდენტს ადანაშაულებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ის ანგარიში მალხაზ ხაბაზი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1,2,3), სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „უკრაინაში გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 76% ზელენსკის აბრალებს რაც ხდება დღეს უკრაინაში“,- წერია პოსტში. 

 

პოსტის წაკითხვის შემდეგ იქმნება წარმოდგენა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომში ზელენსკის პასუხისმგებლობას ხედავს და მას ადანაშაულებს (ამ ნარატივის ამოკითხვა პოსტის კომენტარებშიცაა შესაძლებელი). გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ ბოლო გამოკითხვაში მსგავსი სახით ფორმულირებული კითხვა საერთოდ არ იძებნება. 

ერთ-ერთი ბოლო კვლევა, ილკო კუჩერივის დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ,  კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად,  2023 წლის ივლისში ჩატარდა. გამოკითხვამ უკრაინის ყველა რეგიონი  მოიცვა, გარდა ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებისა. ამავდროულად,  ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონებში კვლევა ჩატარდა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს და სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს. გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის 2011 რესპონდენტი. გამოკითხულთა 78%-ს სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მთავრობასა და სამხედრო ადმინისტრაციაში კორუფციასთან გამკლავებაზე. გამოკითხულთა მხოლოდ 18% არ ეთანხმება ამ განცხადებას. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ საკითხში უკრაინის პრეზიდენტის პასუხისმგებლობას უფროსი ასაკის ადამიანები უფრო მეტად ხედავენ.  თუ 18-29 წლის რესპონდენტებს შორის 70% ეთანხმება თეზისს, რომ კორუფციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს მეთაურია, 60+ ასაკის ადამიანებში კრიტიკული დამოკიდებულების წილი 81%-მდე იზრდება. 

ამავდროულად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (55%) დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება უცხოელმა პარტნიორებმა - კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პირობით, უნდა გაუწიონ.

 

ამდენად,  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 76% პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში,  რაც უკრაინაში ხდება, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ზელენსკი
#WEF
#გამოკითხვა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა