• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მამუკა ხაზარაძე მოსკოვში იმყოფებოდა

დეზინფორმაცია: მამუკა ხაზარაძე მოსკოვში იმყოფებოდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის  „ხალხის ძალა“ წარმომადგენელი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ფოტოს აქვეყნებს. „რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ“,- წერია პოსტის აღწერაში.  

 

ზურაბ ქადაგიძის მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც აეროპორტშია გადაღებული,  მალევე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა (1,2,3,4,5). პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ხაზარაძე მოსკოვში გაფრინდა. რეალურად, მამუკა ხაზარაძეს თბილისი-მოსკოვის რეისთან კავშირი არ ჰქონია. როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, „ლელოს“ ლიდერი 20 აგვისტოს ბათუმიდან - თბილისში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გაფრინდა.

 

 

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით პოსტი ტელეკომპანია „იმედმაც“ გამოაქვეყნა.  

 

ტელეკომპანია „იმედს“  მამუკა ხაზარაძე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც მან თვითმფრინავის ბილეთების ფოტოებიც გამოაქვეყნა. „გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი.  ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, სელფისაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში“,-წერია პოსტში. მამუკა ხაზარაძის აღნიშნული პოსტის შემდეგ, თავად ზურაბ ქადაგიძემაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაუშვა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსი არა მოსკოვიდან, არამედ ბათუმიდან ჩამოფრინდა. 

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 20 აგვისტოს, 22:00 საათზე თბილისის აეროპორტში ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა ბათუმი-თბილისის რეისი. ამავე პერიოდში, კერძოდ 22:00 ჩამოფრინდა ვნუკოვო-თბილისის რეისიც, 35 წუთის დაგვიანებით. როგორც მოსკოვის რეისის, ასევე ბათუმის თვითმფრინავის მგზავრები შესაბამისად, ერთსა და იმავე ჩამოსვლის დარბაზში მოხვდებოდნენ. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეზინფორმაციის გავრცელება, რომ მამუკა ხაზარაძე მოსკოვში იმყოფებოდა.  აღსანიშნავია, რომ ბათუმი-თბილისის რეისის ნომერი (D40304) ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებული ბილეთების ნომრებს ემთხვევა. 

ამდენად, მტკიცება, რომ პარტია „ლელოს“ ლიდერი - მამუკა ხაზარაძე, მოსკოვში გაფრინდა, მტკიცებულებების გარეშეა. თავად მამუკა ხაზარაძის გასაჯაროებული ინფორმაციით კი დგინდება, რომ ის ბათუმი-თბილისის რეისით ჩამოვიდა თბილისში.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ზელენსკი
#მამუკა ხაზარაძე
#მამუკა ხაზარაძე
#ზელენსკი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა