• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ჯორჯიის შტატის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამა არასრულწლოვანების დაჩიპვას  გულისხმობს

დეზინფორმაცია: ჯორჯიის შტატის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამა არასრულწლოვანების დაჩიპვას გულისხმობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მომხმარებელი Giorgi Abashidze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) ჯორჯიის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამასთან დაკავშირებით სიუჟეტს აქვეყნებს. „ბავშვების ჩიპირება, დიდად ხელს შეუწყობს ამავე ბავშვების, ტრეფიკინგსა და ვაჭრობის თავიდან აცილებას!!!", “ესეც მათი ერთ-ერთი მოტყუებითი და დასაბოლებელი ლოზუნგი. ბავშვების ჩიპირების სარგებლიანობის შესახებ ცნობები თითქმის ყველა დასავლურ წამყვან ტელეარხებზე იწყებენ გამოჩენასა და ტრიალს“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პროგრამა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „GACHIP“, მიკროჩიპების არასრულწლოვანებისთვის ჩასმას გულისხმობს.

 

GACHIP-ის ვებსაიტის მიხედვით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს, ბავშვის მონაცემები სპეციალურ დისკზე შეაგროვოს, მაგალითად: ფერადი ფოტო, თითის ანაბეჭდი, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნულით კი, ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პოვნა გამარტივდება. პროგრამის ვებსაიტზე  ასევე ნათქვამია, რომ შეგროვებული ინფორმაცია ბავშვის ოჯახისთვისაა და დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ პროგრამა ბავშვის მონაცემებს შლის.

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციების გაჩენას ხელი  სახელმა „GACHIP“ შეუწყო, რომელიც რეალურად, „ჯორჯიის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამის“ აკრონიმია ( Georgia Child Identification Program). 

 

მსგავსი პროგრამები  მისურისა და ონტარიოში, ასევე კანადაში მოქმედებს. პროგრამის ინიციატორები განმარტავენ, რომ პროგრამები ბავშვების მიკროჩიპირებას არ გულისხმობს. მაგალითად, მეთიუ ინიარტი, Tennessee Child Ide-ის (TN CHIP) დირექტორის მოადგილე, Lead Strories, ამერიკულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, უდასტურებს, რომ პროგრამა მიკროჩიპების გამოყენებას არ მოიცავს.  

ამდენად, მტკიცება, რომ ჯორჯიის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამა არასრულწლოვანების დაჩიპვას გულისხმობს, მცდარია.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#მამუკა ხაზარაძე
#მიკროჩიპები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას

    რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას 2024 წელს უნდა დაწყებულიყო

    გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის არჩეული მერების ბედს

    ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა