• ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერის მიხედვით, უფასო ენერგია, როტშილდებმა, როკფელერებმა და კაბალამ დაუმალა მსოფლიოს, რათა გამდიდრებულიყვნენ და დაემონებინათ ადამიანები

დეზინფორმაცია: ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერის მიხედვით, უფასო ენერგია, როტშილდებმა, როკფელერებმა და კაბალამ დაუმალა მსოფლიოს, რათა გამდიდრებულიყვნენ და დაემონებინათ ადამიანები

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნიკოლა ტესლასთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს. მომხმარებელი პოსტის აღწერაში წერს: „ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერი, სადაც ამბობს: - უფასო ენერგია, როტშილდებმა, როკფელერებმა და კაბალამ დაუმალეს მსოფლიოს, რათა გამდიდრებულიყვნენ და დაემონებინათ ადამიანები“. რეალურად, გამოქვეყნებულ ვიდეოში მსგავსი მტკიცება არ ისმის და არც ის დასტურდება, რომ ჩანაწერში ნიკოლა ტესლა საუბრობს. 

მსგავსი ხმოვანი ჩანაწერის მქონე ვიდეოები, რომლებსაც მომხმარებლები ნიკოლა ტესლას მიაწერენ, მრავლად არის გავრცელებული ინტერნეტში. თუმცა, დღემდე არცერთი ოფიციალური წყარო ნიკოლა ტესლას ხმოვანი ჩანაწერის არსებობას არ ადასტურებს. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად სმილიანის ნიკოლა ტესლას მემორიალურ ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრმა ხმის ჩანაწერის ავთენტურობა არ დაადასტურა და განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერი არ არსებობს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის შემდეგი სიტყვები:

“Electric power is everywhere present in a unlimited quantity. It can drive the world’s machinery without the need of coal, oil, gas, or any other fuel. This new power for the driving to the world’s machinery will be derived of the energy which operates the universe. The cosmic energy.”

“ელექტროენერგია ყველგან არის შეუზღუდავი რაოდენობით. მას შეუძლია მართოს მსოფლიო მანქანები ქვანახშირის, ნავთობის, გაზის ან სხვა საწვავის საჭიროების გარეშე. ეს ახალი ძალა მსოფლიო ტექნიკის მართვისთვის იქნება მიღებული ენერგიისგან, რომელიც მართავს სამყაროს, - კოსმოსური ენერგიისგან.”

ამდენად, ხმოვან ჩანაწერში როტშილდების და როკფელერების ოჯახების ან კაბალას შესახებ არაფერია ნახსენები. ამასთანავე, არც ის დასტურდება, რომ აღნიშნული ჩანაწერი ნიკოლა ტესლას ეკუთვნის.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#მამუკა ხაზარაძე
#ნიკოლა ტესლა
#მამუკა ხაზარაძე
#ნიკოლა ტესლა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია

    ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა