• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: იენს სტოლტენბერგის თქმით, რუმინეთმა ნატო დატოვა

დეზინფორმაცია: იენს სტოლტენბერგის თქმით, რუმინეთმა ნატო დატოვა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. პოსტში ვკითხულობთ: „რუმინეთი ნებაყოფლობით გავიდა ნატოდან გასულ კვირას, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, როდესაც შეიტყო რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავის დაცემის შესახებ.“

აღსანიშნავია, რომ პოსტს არ ახლავს წყარო, რაც ინფორმაციის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა. გარდა ამისა, რომელიმე წევრის მიერ ნატოს დატოვება საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია და, ბუნებრივია, მსოფლიო მედიის ყურადღებას მიიპყრობდა. არც ქართულ და არც უცხოურ ღია წყაროებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუმინეთმა ნატო დატოვა, არ იძებნება.  ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე კი რუმინეთი კვლავ წევრ ქვეყანათა სიაშია.

რაც შეეხება რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავის დაცემის შესახებ ინფორმაციას, ეს მტკიცებაც ყალბია. 2023 წლის 2 აგვისტოს რუსული დრონები რუმინეთის საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის საპორტო ქალაქ იზმაილს დაესხნენ თავს. მომხდარმა რუმინეთის შეშფოთება გამოიწვია, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსული დრონის ნამსხვრევების კვალი რუმინეთის ტერიტორიაზეც იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  გამოძიებამ რუსული დრონის რუმინეთის ტერიტორიაზე არსებობის ნიშნებს ვერ მიაკვლია. აქედან გამომდინარე, არც რუსული დრონით რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაფიქსირებულა.

საგულისხმოა, რომ იენს სტოლტენბერგის იდენტური ან შინაარსობრივად მიმსგავსებული ციტატა ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება. ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც სტოლტენბერგის ყოველი გამოსვლის ტრანსკრიპტია ატვირთული, მსგავსი განცხადება არ იძებნება. მეტიც, 14 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო ოფიციალური განცხადება 19 ივლისითაა დათარიღებული, რომელშიც ყურადღება  ჩრდილოეთ კოსოვოში არსებულ სიტუაციაზე და ნატო-ს ჩართულობაზეა გამახვილებული. გარდა ამისა, მსგავსი კომენტარი, პოსტი ან განცხადება არც ნატოს გენერალური მდივნის Twitter-ისა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ნონა შარაბიძეს იენს სტოლტენბერგის გამოგონილი ციტატა აქამდეც გაუვრცელებია.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის მიერ ნატოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ყალბია.

------------------ 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნატო
სტოლტენბერგი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა