• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ყოფილი ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ყოფილი ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია(1,2,3), ყოფილი ამერიკელი გენერლის ჯეკ კინის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. „ამერიკელი გენერლის აღიარება: „ჩვენ მხოლოდ 66 მილიარდი გადავიხადეთ, რომ უკრაინელები დაიღუპონ აშშ-ს ინტერესებისთვის რუსეთთან ომში“, როგორც ჩანს, ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ რუსეთს ამ ომში ვერ დაამარცხებენ!..მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ თავის გადაყრილ მილიარდებზე იტირონ“,- წერია პოსტში. რეალურად, ჯეკ კინს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია. 

 

ნონა შარაბიძე გამოქვეყნებულ პოსტ ჯეკ კინის ფოტოს ურთავს. ჯეკ კინი, რომელიც აშშ-ს არმიის ყოფილი გენერალი და შტაბის უფროსის მოადგილე იყო, ამჟამად  ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსია.  მან 2022 წლის ოქტომბერში Fox Business-ის გადაცემაში „Cavuto: Coast to Coast“ აშშ-ს მხრიდან უკრაინის დახმარებასთან  დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 66 მილიარდი დოლარი დახმარებით,  უკრაინა ანადგურებს რუსეთის არმიას და ამცირებს ბირთვული ომის რისკს.

„ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად არის დაახლოებით 66%. ეს საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ არის ხალხი კონგრესში, ზოგიერთი მათგანი რესპუბლიკელი, რომლებიც ყოველთვის გამოხატავდნენ გარკვეულ შეშფოთებას უკრაინაში ფულის დახარჯვასთან  დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს $6 ტრილიონი ბიუჯეტი (..) ჩვენ წელს უკრაინაში 66 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ და ეს არის [ბიუჯეტის] 1,1%. რას ვიღებთ ამ ინვესტიციისთვის? ჩვენ გვყავს პუტინი, რომელიც წლების განმავლობაში სერიოზულად არ აღვიქვამდით მიუხედავად საქართველოსა 2008 წელს,  მიუხედავად სირიისა, მიუხედავად ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინისა 2014 წელს“. (...) 66 მილიარდ დოლარად, რასაც ჩვენ ვიღებთ არის ის, რომ უკრაინა ებრძვის, ის ფაქტობრივად ბრძოლის ველზე ანადგურებს რუსეთის, რაც მას წლებით უკან დახევს“,- აღნიშნა ყოფილმა გენერალმა. 

ამდენად, ნონა შარაბიძის მიერ გავრცელებული ციტატა ყოფილი გენერლის აღიარებასთან დაკავშირებით, ყალბია.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სალომე ზურაბიშვილი
#პუტინის ინტერვიუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა