• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში დალესის დოქტრინის შესახებ მორიგი თეორია ვრცელდება

სოციალურ ქსელში დალესის დოქტრინის შესახებ მორიგი თეორია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში დალესის დოქტრინის შესახებ მორიგი თეორია გავრცელდა. Facebook-ის მომხმარებელი დალესის დოქტრინას საქართველოში და ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკასა თუ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებთან აკავშირებს. რეალურად, „დალესის დოქტრინა“ რუსული პროპაგანდის ნაწილი და საერთაშორისოდ აღიარებული შეთქმულების თეორიაა, რომელსაც საფუძვლად ლიტერატურული რომანი უდევს. შესაბამისად, შეუძლებელია ლოგიკური ბმის დანახვა აღნიშნულ „დოქტრინასა“ და ისეთ თემებს შორის, როგორიცაა კოვიდ-19, უკრაინის ომი და საქართველოში, 8 ივლისს მიმდინარე, „თბილისის პრაიდის’’ აქციის ამბები.

Facebook-ის ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რამდენიმე მტკიცებაა წარმოდგენილი:

მტკიცება 1: „არსებობს დალესის დოქტრინა, რომელიც შექმნილი იქნა, რათა კაცობრიობა დაეყვანათ აზროვნებით პირველყოფილის დონემდე, რომ შემდგომ კაცობრიობის მართვა ყოფილიყო ძალიან მარტივი“. ვიდეოს ავტორს ასევე მოჰყავს რამდენიმე ციტატა, რომლებიც ქვემოთ იქნება განხილული.

„დალესის დოქტრინა“ საყოველთაო ქაოსის დათესვის, გარყვნილების კულტივირებისა და ეროვნულ-კულტურული ღირებულებების გადაგვარების გეგმად არის წარმოდგენილი. სინამდვილეში, „დალესის დოქტრინის“ ტექსტის ორიგინალი, ინგლისური ვერსია არ იძებნება და არც არასდროს გამოქვეყნებულა. რაც შეეხება რუსულ ვერსიას, ის დაფუძნებულია საბჭოთა მწერლის, ანატოლი ივანოვის გამოცემულ რომანზე „მარადიული ძახილი“ („Вечный зов“).

რომანის პერსონაჟი საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდება. SS-ის ოფიცერი, რომელიც პოლიპოვს დაკითხავს, მისი ყოფილი ნაცნობი, მეფის რუსეთის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი და ტროცკისტი ლახნოვსკი აღმოჩნდება. ტყვედ ჩავარდნილ პოლიპოვს ლახნოვსკი რუსეთის დამარცხების შესახებ ჰიტლერის საიდუმლო გეგმას უმხელს, რაც საბჭოთა კავშირის ისტორიული და სულიერი ფასეულობებისგან დაცლას და მისი ერთიანობის შიგნიდან მოშლას ითვალისწინებდა. „დალესის დოქტრინა“ და ტექსტი, რომელსაც ვიდეომიმართვის ავტორი ავრცელებს, შინაარსობრივად ლახნოვსკის მონოლოგს ემთხვევა.

ქართულად: „დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებითს ვყოფთ ირწმუნონ ისინი...“

რუსულად: „Посеяв там хаос, мы незаметно подменим их ценности на фальшивые и заставим их в эти фальшивые ценности поверить!“

ლახნოვსკის მონოლოგი „დალესის დოქტრინად“ 1993 წელს ტრანსფორმირდა, მას შემდეგ რაც სანქტ-პეტერბურგის და ლადოგის მიტროპოლიტმა იოანემ მასზე სტატია გამოსცა გაზეთ „საბჭოთა რუსეთში“ სათაურით - „ბრძოლა რუსეთისთვის”, სადაც ის ლახნოვსკის სიტყვებს ალან დალესს მიაწერს:

ქართულად: „რუსეთში დავთესავთ ქაოსს, - თქვა 1945 წელს ამერიკელმა გენერალმა და აშშ-ის პოლიტიკური დაზვერვის მეთაურმა ევროპაში, ალან დალესმა, რომელიც შემდგომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი გახდა - შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებითს ვყოფთ ირწმუნონ ისინი“.

რუსულად: „Посеяв в России хаос, — сказал в 1945 году американский генерал Аллен Даллес, руководитель политической разведки США в Европе, ставший впоследствии директором ЦРУ, — мы незаметно подменим их ценности на фальшивые и заставим их в эти фальшивые ценности верить“.

ტექსტი, რომელსაც ვიდეომიმართვის ავტორი ციტირებს, სწორედ მიტროპოლიტ იოანეს სტატიაში არის მოცემული. მიტროპოლიტ იოანეს სტატია ფართოდ გავრცელდა რუსულ საზოგადოებაში. 2005 წელს გამოიცა სტატია სახელწოდებით „დალესის ბოროტი გეგმა“, რომელიც ალან დალესს „მარადიული ძახილის“ პერსონაჟის სიტყვებს მიაწერს. იგივე საკითხი განიხილებოდა სატელევიზიო გადაცემაში „ლაპარაკობს ჟურნალისტი“ (Журналист говорит), სადაც ალან დალესს რუსეთის განადგურების გეგმის შემუშავება ბრალდება. „დალესის დოქტრინის“ შესახებ შეთქმულების თეორია ქართულ ინტერნეტ და მედია სივრცეში სწორედ ამ და სხვა მსგავსი წყაროებიდან შემოვიდა.

რეალურად, ალან დალესი ცენტრალური სადაზღვევო სააგენტოს (CIA) პირველი სამოქალაქო დირექტორი და უორენის კომისიის წევრი იყო, რომელიც პრეზიდენტ კენედის მკვლელობის გამოძიებას ემსახურებოდა. ის აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და სადაზვერვო ოპერაციების ფორმირებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს დალესი სტრატეგიული სერვისების ოფისში (OSS) მუშაობდა და დიდ როლს თამაშობდა ევროპაში სადაზვერვო ქსელების ჩამოყალიბებისა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობის კოორდინირების პროცესში. 1961 წელს, მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მან ალან დალესი ღორების ყურეში შეჭრის წარუმატებელი მცდელობის გამო CIA-ს დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ალან დალესი აღნიშნული შეთქმულების თეორიის მთავარი ფიგურა სწორედ მისი პოზიციისა და გავლენის გამო გახდა.

მტკიცება 2: დალესის თეორიის გაცნობის შემდეგ მიხვდებით თუ რამდენად ლოგიკური ბმა არის ყველა პროცესებს შორის, დაწყებული კოვიდიდან, გაგრძელებული უკრაინის ომით და შემდგომ დღეს უკვე იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ 8 ივლისს გვიმართავენ „ლგბტ“ აქციას

სინამდვილეში, აღნიშნულ თემებსა და ალან დალესის გამოგონილ „დოქტრინას“ შორის ლოგიკური ბმის დანახვა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირება 2019 წლის ბოლოს მოხდა. 2019 წლის 31 დეკემბერს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ხოლო, 2020 წლის 11 მარტს Covid-19 ოფიციალურად გლობალურ პანდემიად გამოცხადდა.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ის 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

და ბოლოს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, 2023 წლის 8 ივლისს, დასკვნითი, დახურული ღონისძიება იყო დაგეგმილი. ლგბტქი+ სათემო ორგანიზაციის, „თბილისი პრაიდის“ მიერ, 2023 წელს პრაიდ კვირეულის ჩატარების მიზანს ქვიარ თემის გაძლიერება, მათი უფლებების დაცვა, მათი კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ფესტივალი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს.

ამდენად, „დალესის დოქტრინის“ წარმომავლობიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ ის ნამდვილია და არსებობს კავშირები „დოქტრინას“, Covid 19-ს, უკრაინის ომსა და პრაიდის ფესტივალს შორის, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სომხეთი
#დალესის დოქტრინა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა