• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პრაიდფესტზე სატანის სკულპტურა აღმართეს

დეზინფორმაცია: პრაიდფესტზე სატანის სკულპტურა აღმართეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიშის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ლისზე არსებულ სკულპტურასთან დაკავშირებით. „ამ **თლახებმა გუშინ ლისის ტბაზე დადგეს სატანის, იგივე მოლოხის (ბაფომეტის, ბაალის) კერპი, რასაც ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად ქრისტიანობამდე წარმართულ პერიოდში. თან მოსახლეობას დაუგზავნეს სმს-ები და ბავშვები მიიწვიეს ამ სატანისტურ ცერემონიაზე“,- წერია პოსტში. რეალურად, აღნიშნული ინსტალაცია უკვე რამდენიმე წელია ლისის ტერიტორიაზე დგას და ის თბილისის პრაიდ-ფესტივალს არ უკავშირდება.

Facebook-ის პოსტის ავტორის თქმით, ლისზე აღმართული სკულპტურა წარმართული ღვთაება მოლოქია, რომელსაც თაყვანისმცემლები მსხვერპლად თავიანთ ძეებსა და ასულებს სწირავდნენ (იხილეთ ფოტოები). „მეორე სურათში ასახულია სატანისტური ცერემონიალი, რაც არსებობდა ქრისტიანობამდე წარმართულ ქვეყნებში, ბავშვების ცოცხლად მსხვერპლშეწირვა მოლოხისთვის, გავარვარებულ ლითონის ცხოველისთვის ახალდაბადებულ ბავშვის ხელებში გადაცემა. აი, ამ მოლოხის კერპი აღმართეს გუშინ სატანისტებმა ლისის ტბაზე, რაც ქართველმა ხალხმა დაანგრია. ყოჩაღ ამ ქართველებს!“,- აღნიშნულია პოსტში.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ თბილისი პრაიდის თანადამფუძნებელ, მარიამ კვარაცხელიას დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკულპტურა უკვე რამდენიმე წელია ლისის ტერიტორიაზე დგას და მისი აღმართვა თბილისი პრაიდს არ უკავშირდება. ამავდროულად, მისი თქმით, სკულპტურა დგას ტერიტორიაზე, რომელიც თბილისი პრაიდ-ფესტივალისთვის გამოყოფილი საერთოდ არ ყოფილა.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემაზე გავრცელებულ ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მომხმარებელი წერს, რომ სკულპტურა Open Air-ის, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის, სცენაზეა წარმოდგენილი.

ქეთა დონაძე, EYESTAGE-ის თანადამფუძნებელი, "ნეტგაზეთს" განუმარტავს, რომ  ქანდაკება Open Air-ის ერთ-ერთი სცენის (EYESTAGE) დეკორაციული ინსტალაცია იყო. მისი თქმით, ქანდაკება   წარმოადგენს ინდიელ ბელადს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმთან.  

სკულპტურა თბილისი პრაიდის ფესტივალისთვის არ შექმნილა, რასაც ასევე ადასტურებს Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ გვერდზე 23 ივნისს გამოქვეყნებული პოსტი. პირველ ფოტოზე სწორედ აღნიშნული სკულპტურაა წარმოდგენილი:

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკულპტურა თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა აღმართეს, მცდარია.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლდა 11 ივლისს, მას დაემატა   EYESTAGE-ის  თანადამფუძნებლის, ქეთა დონაძის განმარტება, რომელიც მან "ნეტგაზეთთან" გააკეთა. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სომხეთი
#თბილისი პრაიდი
#სომხეთი
#თბილისი პრაიდი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა