სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ანაბეჭდი, რომლის მიხედვითაც PosTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ერთ-ერთი Facebook-მომხმარებლის პოსტის ქვეშ უხამსი შინაარსის კომენტარი დატოვა.
ნათია ბერიძის განცხადების თანახმად, აღნიშნული კომენტარი გაყალბებული Facebook-ანგარიშის მიერაა დაწერილი და მას არ ეკუთვნის - ამის შესახებ ნათია ბერიძის ავთენტურ Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
ყალბი Facebook-ანგარიში, რომელიც ნათია ბერიძის სახელით ავრცელებს ინფორმაციას, 2023 წლის 23 ივნისსაა შექმნილი და მხოლოდ ორი საჯარო პოსტი აქვს გამოქვეყნებული. მათ შორის, ერთ-ერთი გავრცელებული კომენტარის მსგავსს შინაარსს შეიცავს. ამასთან, ანგარიშს, რომელიც ვებ-გვერდის სახით არის დარეგისტრირებული, Facebook-ზე მხოლოდ 19 მიმდევარი ჰყავს.
ამდენად, კომენტარი ახლადშექმნილი ანგარიშის მიერაა გავრცელებული, რომლის ავთენტურობასაც PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე უარყოფს.
----------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.