• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში შეერთებულ შტატებში ცის მოწითალო ფერი HAARP-ს დაუკავშირეს

სოციალურ ქსელში შეერთებულ შტატებში ცის მოწითალო ფერი HAARP-ს დაუკავშირეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/06/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

9 ივნისს Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ახლავს ფოტოები, რომლებზეც მოწითალო ფერის ცა და არაბუნებრივად მკვეთრი მზე არის გამოსახული. პოსტის ავტორი ამ მოვლენის ბუნებრივად წარმოშობის შესაძლებლობას უარყოფს და მას HAARP-ს უკავშირებს. ის იმავე კონტექსტში ახსენებს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასაც. 

ცნობისთვის HAARP (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა) ამერიკულ სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილს, იონოსფეროს იკვლევენ. პროგრამა აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების, ალასკის უნივერსიტეტისა და თავდაცვის მოწინავე პროექტების სააგენტოს მიერ ფინანსდებოდა. 2015 წელს საკვლევი დანადგარები ალასკას უნივერსიტეტს გადაეცა.   

პოსტის ავტორიც, ცისა და ციური სხეულების ფერის ცვლილებას სწორედ HAARP-ს მიაწერს, თუმცა სინამდვილეში აშშ-ში ცის წითელი შეფერილობა კანადაში არსებული ხანძრებიდან წამოსულ დაკვამლიანებას უკავშირდება.

კანადაში ამ წელს ტყის მასივის 2,7 მილიონ ჰექტარზე მეტი ხანძრების შედეგად უკვე დაიწვა. 19 ივნისის მონაცემებით, კი კანადაში 421 აქტიური ცეცხლის კერაა, რომელთაგან 204 კონტროლს არ ექვემდებარება. ივნისის დასაწყისში ხანძრის კერები უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებში განსაკუთრებით კი კვებეკსა და ახალ შოტლანდიაში (Nova Scotia) გაძლიერდა. NASA-ს მიერ შემუშავებული რუკა, რომელიც კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიებზე არსებულ ხანძრებს ასახავს, 13-დან 19 ივნისის პერიოდში არსებულ ხანძრის კერებსა და მათი გაჩენის თარიღს გვიჩვენებს. მათგან უმრავლესობა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაჩნდა.

 

ახალ შოტლანდიაში, ახალ ბრუნსვიკსა და ედუარდის კუნძულებზე მქროლი ქარები კი ცეცხლის შედეგად წარმოშობილ კვამლს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, მათ შორის ნიუ-იორკისკენ მიმართავდა. 

2023 წლის 9, 10 და 11 ივნისს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ზედაპირული ხილვადი კვამლის გავრცელება, მიკრონაწილაკები კუბურ მეტრში.

ნიუ-იორკში ცისა და ციური სხეულების ფერის ცვლილება სწორედ კანადის ხანძრების გამო გაზრდილი ზედაპირის ხილული დაკვამლიანების შედეგია და მას   HAARP-თან კავშირი არ აქვს. უფრო კონკრეტულად კი, ფერი, რომელსაც ადამიანების მიერ აღიქმება, განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორ ურთიერთქმედებს მზის სხივები ჰაერში ნაწილაკების რაოდენობასა და ამ ნაწილაკების ზომასთან. ნიუ-იორკის თავზე კვამლის შეღწევასთან ერთად შეიცვალა ჰაერში ნაწილაკების რაოდენობა, რაც მზის შუქთან ურთიერთქმედებისას ადამიანისთვის აღსაქმელი ფერის ცვლილებას იწვევს.   

მზის სხივის ლურჯი ფერის სინათლეს აქვს უფრო მოკლე ტალღა, ხოლო წითელ შუქს - გრძელი. ჩვეულებრივ, ატმოსფეროში არსებული აზოტისა და ჟანგბადის მცირე ნაწილაკები ხილვადი სპექტრის მოკლე ტალღებს (ცისფერი და ლურჯი ფერი) უფრო მეტად მიმოფანტავენ ვიდრე ხილვადი სპექტრის გრძელ ტალღებს (ნარინჯისფერი და წითელი ფერი).   

კვამლი ატმოსფეროში ნაწილაკების რაოდენობასა და ზომას ზრდის,  რაც სპექტრის გრძელი ტალღების (წითელი ფერი) გაბნევას აადვილებს.  

ამინდის ეროვნული სერვისის ნიუ-იორკის განყოფილებამ თავის twitter-ანგარიშზე კვამლიანი ან დაბინძურებული ჰაერის არსებობის შემთხვევაში წითელი ცის ასახსნელად პოსტი ასევე გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, მზიდან წამოსული თეთრი სინათლე, რომელიც ხილვადი სპექტრის ყველა ფერს შეიცავს ატმოსფეროში შემოსვლისას კვამლის გამო უფრო მეტ და დიდი ზომის ნაწილაკებთან და მოლეკულებთან ურთიერთქმედებენ. უფრო დიდი რაოდენობისა და ზომის მოლეკულები კი გრძელ ტალღებს (ნარინჯისფერი და წითელი) უკეთესად განაბნევენ დედამიწის ზედაპირზე ვიდრე მოკლე ტალღებს, ამიტომ ადამიანის თვალი წითელ ფერს მეტად აღიქვამს.

ცნობისთვის, სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენა HAARP-ს   წარსულშიც არაერთხელ დაუკავშირეს, მათ შორის თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრასაც, თუმცა სინამდვილეში პროგრამას ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევის შესაძლებლობები  არ გააჩნია. 

აღნიშნულ საკითხზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია. 

ამდენად მტკიცება, რომ შეერთებულ შტატებში მოწითალო ფერის ცა და არაბუნებრივად მკვეთრი მზე HAARP პროგრამის შედეგია, ყალბია. სინამდვილეში მოვლენა კანადაში არსებული ხანძრების გამო შეერთებული შტატების ცაზე, ატმოსფეროში მყარი ნაწილაკების რაოდენობისა და ზომის ზრდას და სინათლის დისპერსიის ფიზიკურ კანონებს უკავშირდება.  

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დროშა
ინტერვიუ
ხანძარი
წითელი ცა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა