Facebook-ანგარიში ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1-8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნამდე მსვლელობა გაიმართება. გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ფოტო წარწერით: „უერთდებით თუ არა ჩვენს მიერ დაორგანიზებულ "ლგპტ" პრაიდს?“

მტკიცება, თითქოს „თბილისი პრაიდი“ მსვლელობის გამართვას აპირებს, ყალბია. 2 ივნისს „თბილისი პრაიდის“ მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წელს თბილისი პრაიდის კვირეული მხოლოდ დახურული ღონისძიებების სახით ჩატარდება - „წელს, თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ფაქტ-მეტრი“ კომენტარისთვის თბილისი პრაიდის თანადამფუძნებელს, მარიამ კვარაცხელიას დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისი პრაიდის მიერ მსვლელობის ჩატარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მან ასევე დასძინა, რომ თბილისი პრაიდის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, პრაიდის კვირეულში მხოლოდ დახურული ღონისძიებები ჩატარდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის თან, არა საქართველოში, არამედ ბრიუსელში 2023 წლის პრაიდზეა გადაღებული. იდენტური ფოტო თბილისი პრაიდის ოფიციალურ Instagram-გვერდზეა განთავსებული წარწერით: „შაბათს ბრიუსელის ქუჩები "Brussels Pride 2023"-ისთვის ცისარტყელის ფერებში იყო გაფერადებული. წლევანდელ მსვლელობას 150 000 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის არიან აქტივისტები უკრაინიდან და საქართველოდან“.

აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ანგარიში ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platformთავს თბილისი პრაიდისა და ლგბტქი+ თემის მხარდამჭერად წარმოაჩენს, თუმცა, რეალურად, ის დეზინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობაში აგრესიის მიზანმიმართულად გამოწვევას ცდილობს.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5314 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი