• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ზელენსკის საჩუქართან  დაკავშირებით ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ზელენსკის საჩუქართან დაკავშირებით ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვერდიქტი:მანიპულირება

24/05/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რომის პაპისათვის გადაცემულ საჩუქართან დაკავშირებით. მომხმარებლები ამბობენ, რომ ზელენსკიმ პაპს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა, რომელზეც ყრმა იესო წაშლილია. რეალურად, აღნიშნული საჩუქარი არის არა რელიგიური ხატი, არამედ უკრაინელი მხატვრის ოლექსი რევიკას ნახატი, სახელწოდებით „დანაკარგი“ (Втрата) და  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ  აგრესიულ ომში უკრაინელი ბავშვების მკვლელობას გამოხატავს. 

 

13 მაისს რომის პაპსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ  პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ზელენსკიმ Twitter-ზე აღნიშნა, „მე პაპს ვთხოვე დაეგმო რუსული დანაშაულები უკრაინაში, რადგან არ შეიძლება იყოს თანასწორობა მსხვერპლსა და აგრესორს შორის“. 

საუბრის შემდეგ,  მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის პრეზიდენტს  ზეთისხილის რტოს სკულპტურა აჩუქა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.  მან ასევე პრეზიდენტს არაერთი პუბლიკაცია გადასცა, მათ შორის ენციკლიკა-უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რომელიც მიმდინარე ომზე პაპის მოსაზრებებისა და ქადაგებების კრებულს წარმოადგენს.  

უკრაინის პრეზიდენტმა რომის პაპს ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ნაშთებზე დახატული ღვთისმშობლის ხატთან ერთად ოლექსი რევიკას ნახატი გადასცა, რომელიც მხატვარმა ერთი წლის წინ შექმნა (იხილეთ ფოტოზე).

 

აღნიშნულ ფაქტს მხატვარი ოლექსი რევიკა თავის Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი „დანაკარგი“, წითელი ხაზის სერიიდან, ახლა ვატიკანის კოლექციაშია! ეს ნაშრომი ეხება უკრაინელი ბავშვების მკვლელობას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომში. დიდება უკრაინას!“.

 

Facebook- პოსტს ავტორმა ნახატის ორიგინალი ვერსიაც დაურთო:

 

ამდენად, სოციალურ ქსელში ზელენსკის საჩუქართან დაკავშირებით გავრცელებული პოსტები  შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#რომის პაპი
#ჩინეთი
#WEF
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა