სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ყალბი ამბის მიხედვით, ბერლინში, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) შენობაზე - რაიხსტაგზე, „უცნობმა ადამიანებმა საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს“. დეზინფორმაცია ქართულენოვან Facebook-სივრცეში 8 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავი 9 მაისის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა (1, 2, 3).

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალა დამონტაჟებულია და ინფორმაცია რაიხსტაგის შენობაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლოიანი დროშის აღმართვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნდესტაგის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა კომენტარი არაერთ მედიასთან საუბრისას გააკეთა. ოფიციალური ინფორმაციით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რაიხსტაგის შენობის თავზე სულ 4 დროშა ფრიალებს - აქედან სამი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ხოლო ერთი ევროკავშირისაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დამონტაჟებულ მასალაში რაიხსტაგის შენობის მიმდებარედ არსებული ხე-მცენარეები გამწვანებული არაა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ის სულ სხვა სეზონს ასახავს. რეალურად კი, ამჟამად ბერლინში რაიხსტაგის გარშემო ხე-მცენარეები სულ სხვანაირად გამოიყურება.

დამონტაჟებული ფოტო

7 მაისს ბერლინში გადაღებული ფოტო

რაიხსტაგის შენობაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლოიანი დროში აფრიალების შესახებ ცნობა თავდაპირველად Telegram-ზე რუსი ჟურნალისტის, დიმიტრი სმირნოვის არხზე 8 მაისს დილის საათებში გამოქვეყნდა.

იდენტური შინაარსის დეზინფორმაცია ფართოდ გავრცელდა სოციალური ქსელის რუსულენოვანი ანგარიშების, ასევე, რუსული ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის მიერ.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5508 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი