• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში ჯადოქარი დაიჭირეს და იმის გამო, რომ  რუსეთი არ დაწყევლა, ბრალი წაუყენეს

დეზინფორმაცია: უკრაინაში ჯადოქარი დაიჭირეს და იმის გამო, რომ რუსეთი არ დაწყევლა, ბრალი წაუყენეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/04/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა დეზინფორმაციული შინაარსის მტკიცება გაავრცელა, თითქოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ნიკოლაევის ოლქში ჯადოქარი დაიჭირა და იმის გამო, რომ რუსეთი არ დაწყევლა, ბრალი წაუყენა. პოსტს თან BBC ახალი ამბების უკრაინის განყოფილების სტატიის ფოტო ახლავს, რომელზეც დატანილია სათაური - „შეიძლება უკრაინელი სოფლის ჯადოქარი რუსი ჯადოქრების აგენტი გამხდარიყო? ერთი დანაშაულის ისტორია“.

აღნიშნული სათაურით BBC ახალი ამბების უკრაინულ ვებ-გვერდზე სტატია მართლაც არსებობს. თუმცა სტატიაში მოთხრობილია უკრაინელი სამართალდამცავების მიერ არა რუსეთის არ დაწყევლის, არამედ 2023 წლის თებერვალში ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე მიკოლაევის ოლქის სოფელ ვრადიივკაში მცხოვრები ვასილ რომანიშინის დაკავების შესახებ. გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა არა მხოლოდ გაამართლა რუსეთის ფედერაციის აგრესია, არამედ „რუსეთის ჯადოქართა იმპერიისთვის“ საიდუმლო ინფორმაცია შეაგროვა. გამოძიების მიხედვით, დაკავებული რუსი ჯადოქრების მიერ იყო რეკრუტირებული. აღსანიშნავია, რომ თავად დაკავებულიც თავს ჯადოქრად მიიჩნევს.

ვასილ რომანიშინის პირადი გვერდი რუსულ ქსელ Vkontakte-ზე, ფსევდონიმით ვასილ რომანოვი, მაგიისა და ჯადოქრობის თემატიკას ეძღვნება. მის პირად ანგარიშში რუსული „უძლიერესი ჯადოქრების იმპერიის“ ვებ-გვერდის ბმული, შთამაგონებლად კი ალიონა პოლინია მითითებული.

ცნობისთვის, მოსკოველი ალიონა პოლინი რუსეთში ცნობილი ადამიანია. ის თავს ჯადოქრად მიიჩნევს, 2015 წელს კი „უძლიერესი ჯადოქრების იმპერია“ დააარსა. ორგანიზაციამ 2019 წლის 5 თებერვალს მოსკოვში პუტინის რეიტინგის ასამაღლებლად შეკრება გამართა. პირადად ალიონა პოლინი და „უძლიერესი ჯადოქრების იმპერია“ პუტინისა და რუსეთის მთავრობის მიმართ უპირობო მხარდაჭერით არიან ცნობილები.

სტატიის მიხედვით, ვასილ რომანიშინი სწორედ „რუსი ჯადოქრების“ სასარგებლო ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, ვასილ რომანიშინმა 2022 წლის 5 ოქტომბერს მოიწონა პუბლიკაცია სათაურით „ალიონა პოლინის რიტუალი პუტინის დაბადების დღეზე მის მხარდასაჭერად“. რიტუალით პუტინს ძლიერებას უსურვებდნენ. 20 სექტემბერს ვასილ რომანიშინმა Vkontakte-ზე ასევე მოიწონა ჯგუფ „რუსეთი, დიდებული ქვეყანა“ სტატია პუტინის ფოტოსთან ერთად. შესაბამისად, თავდაპირველად ვასილ რომანიშინს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 436-2 მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიის გამამართლებელი მასალის გავრცელებას გულისხმობს. მას 217.000 უკრაინული გრივნას გადახდა დააკისრეს. თუმცა 15 თებერვალს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) პრესცენტრის განცხადებით, ვასილ რომანიშინს რუსული აგრესიის გამართლების გარდა, ბრალი ჯაშუშობაშიც დასდეს.

გამოძიების მიხედვით, 2022 წლის 12 მარტს დახურულ ფორუმზე, რუსულმა „უძლიერესი ჯადოქრების იმპერიამ“ მოწოდება გაავრცელა, რომ საზღვარგარეთის ორგანიზაციები რუსეთის ჯარსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს მაქსიმალურად დახმარებოდნენ. ვასილ რომანიშინმა კი სწორედ ამ მოწოდების ფარგლებში, 2022 წლის მარტში Google Maps-ის გამოყენებით, კარტოგრაფიული მასალები შექმნა, რომელზეც სოფელ ვრადიივკასა და მიკოლაივის ოლქში თავდაცვის ძალების მდებარეობის, საგზაო ბლოკებისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურის აღმნიშვნელი ნიშნები განათავსა და Vkontakte-ს გამოყენებით რუსული უსაფრთხოების სამსახურისა (FSB) და სადაზვერვო სამსახურის საკონტაქტო პირთან გაგზავნა.

ამდენად, მტკიცება, თითქოს უკრაინაში ჯადოქარი იმის გამო დაიჭირეს, რომ რუსეთი არ დაწყევლა, ტყუილია. სინამდვილეში, გამოძიების მიხედვით, ვასილ რომანიშინი რუსეთის აგრესიისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა. მას ბრალი რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობასა და რუსულ სამსახურებთან დაკავშირებული პირებისთვის უკრაინის მიკოლაევის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში ედება.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
HAARP
ვაშაძე
ჯადოქარი
ჰარისი
უკრაინა
ვაშაძე
ჯადოქარი
ჰარისი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა